9 აპრილი - გზა ტრაგედიიდან თავისუფლებამდე
უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე და ამავე დროს ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი. 9 აპრილს გამთენიისას რუსთაველის გამზირზე ტანკები და ქვეყანაში საგანგებოდ ჩამოყვანილი სადამსჯელო დესანტი გამოჩნდა. ხალხმა დაშლაზე უარი თქვა და თავგანწირული ბრძოლით ქვეყნის დამოუკიდებლობა მოიპოვა.
37 წლის წინანდელ ისტორია, ხალხს ვინც იმ დღეს იქ იდგა, გუშიდნელი დღესავით ახსოვს. შეუძლებელია დაივიწყო მოსკოვის ბრძანებით თბილისში მოწყობილი სასაკლაო. ნიჩბებით დაჩეხილი ხალხი და დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოწამვლა.
მოსკოვის ბრძანებით მოწყობილი სისხლისღვრის შემდეგ დაჩეხილი ცხედრებით გადავსებული იყო პროზექტურები. კლინიკები ვეღარ აუდიოდა მოწამლული ხალხის ნაკადს. საბჭოთა რეჟიმი არ ამხელდა რითი მოწამლა ხალი, ამიტომ ექიმები პაციენტებს ვერ შველოდნენ. დამოუკიდებელი საქართველოს იდეას 21 ადამიანი შეეწირა. მოკლულების უმრავლესობა ქალი იყო.
ნინო ბაგრატიონის კადრი 9 აპრილის მოვლენებიდან ამ ისტორიის ნაწილია, 9 აპრილს მისი მეგობარი ნათია ბაშალეიშვილი შეეწირა. 9 აპრილს ხალხის დასაშინებლად ტანკები დილიდან დადიოდნენ, ძალების დემონსტრირებას საბჭოთა არმია მთელს ქალაქში, ცდილობდა. ამერიკელი ჟურნალისტების კადრებში ჩანს მათი გადაადგილება სპორტის სასახლესთან. დემონსტრანტების დაშინების მცდელობამ არ გაჭრა, ქუჩაში კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა.
ყველას ვინც რუსთაველზე დარჩა გააზრებული ჰქონდა რომ იდეისთვის თავს წირავდა. გამთენიისას, დილის ოთხ საათზე თბილისში საგანგებოდ შემოყვანილმა სადესანტო შენაერთებმა ალყაში მოაქცია პროტესტის ათასობით მონაწილე. სამხედროებმა სასანგრე ნიჩბების გამოყენებით პარლამენტის წინ მშვიდობიანი დემონსტრანტების სისხლის ღვრა დაიწყეს - ეს იყო ხალხის ბრძოლა, რომლმაც ქვეყენას დამოუკიდებლობის აღდგენა მოუტანა.
დეტალები ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.