დამეხმარეთო ყვიროდა - მკვლელობის ახალი დეტალები

27.03.21 17:02
დამეხმარეთო ყვიროდა  -  მკვლელობის ახალი დეტალები

ახალი დეტალები ჯავახიშვილის ქუჩიდან - მეზობლები ტვ პირველთან ამბობენ, რომ ბინიდან ხმა გაიგეს თუ როგორ ითოხვდა ქალი შველას. ამის შემდეგ მეზობლებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, ადგილზე კი ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ .გარდაცვლილს ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა, მას  ჭრილობები სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიაყენეს. 

ხმაური გავიგე და მეზობლები გამოვედით, დამეხმარეთო ყვიროდა, პატრული როცა მოვიდა კარები დაკეტილი იყო და არ აღებდნენ, მაშველები მოვიდნენ - ამბობს მეზობელი. 

 ცოტა ხნის წინ სამართლამდაცველმა გარდაცვლილის შვილები გამოკითხვაზე გადაიყვანეს. ერთ-ერთი ვერსიით, სახლში მკვლელობის დროს გარდაცვლილის შვილები იმყოფებოდნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

მსგავსი სიახლეები