წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა მაცხოვრის აღდგომის ტაძარში
ვიდრე აღდგომა დადგება იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და საიდუმლოებით მოცული მოვლენა - იერუსალიმშიი წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. რიტუალი ტრადიციულად ტაძრის შუაგულში აღმართულ კუვუკლიაში შესრულდა. აკლდამიდან სადაც საეკლესიო გადმოცემით იესო ქრისტე ესვენა, თეოფილე მესამემ ზეციური ცეცხლი თბილისის დროით ზუსტად 15:13 საათზე გამოიტანა. ამ დროს აღდგომის ტაძარში ასობით მორწმუნე იმყოფებოდა. იყო ბევრი შეძახილი და ბედნიერი მორწმუნეები. ისმოდა ქართული ხმებიც - "ქრისტზე აღსდგა". მაცხოვრის საფლავზე შესვლამდე, ტრადიციულად სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა შეამოწმეს იერუსალიმის პატრიარქი.
წელს იერუსალმში ყველა სააღდგომო რიტუალი მკაცრი შეზღუდვების ფონზე ტარდება. ირანთან მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის გამო აღდგომის ტაძარი 40 დღე ჩაკეტილი იყო. კარი დღეს იმ მუსლიმური ოჯახის წარმომადგენელმა გახსნა, რომელიც ამ გასაღებს საუკუნეების განმავლობაში მემკვიდრეობით ინახავს. მკაცრი იყო გოლგოთის გზაზე დაწესებული შეზღუდვებიც. წითელ პარასკევს, იესო ქრისტეს ბოლო გზა პილატეს სასახლიდან გოლგოთამდე 50 ათასი ადამიანის ნაცვლად, მხოლოდ 4 ათასმა მორწმუნემ გაიარა.
წმნინდა ცეცხლის მშობლიურ ქვეყანაში ჩაბრძანებას ელიან. დიდი მოლოდინია საქართველოშიც, სადაც სპეციალური რეისით ქართული დელეგაცია წმინდა ცეცხლს ჩამოაბრძანებს. დელეგაცია 11 აპრილს საქართველოში, დაახლოებით 23:00 საათზე, სიონის საპატრიარქო ტაძარში მიაბრძანებს, სადაც სააღდგომო ლიტურგიას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს. ამის შემდეგ წმინდა ცეცხლი საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში გადანაწილდება.
დეტალები ნახეთ, ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში.