შვილმოკლული დედა ბრალდებულის პირისპირ - ეკა კუპატაძე ჰყვება, რა უთხრა გიორგი მალანიას

28.09.26 22:01
შვილმოკლული დედა ბრალდებულის პირისპირ - ეკა კუპატაძე ჰყვება, რა უთხრა გიორგი მალანიას

თბილისში მოკლული მასწავლებლის, 27 წლის გიგა ავალიანის დედა დახურული სასამართლო პროცესის დეტალებზე საუბრობს.

როგორც ის ამბობს,  განსასჯელის სკამზე მჯდარ გიორგი მალანიას არაერთხელ
მიმართა. უთხრა, რომ გიგა მალანიას მიმართ დადებითად იყო განწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ გაკვეთილზე სულ რაღაც ოთხჯერ ნახა.

კუპატაძის თქმით, მეოთხე გაკვეთილზე მალანიას გიგას მკვლელობაში დახმარება უკვე გაწეული ჰქონდა.

ბრალდებულს მე თვითონ მივმართე რამდენჯერმე და ვუთხარი, რომ ის [გიორგი მალანია] ჩემს შვილს უყვარდა. მართალია, სულ ოთხჯერ იყო გიორგი გიგასთან. მეოთხე გაკვეთილზე გიგას მკვლელობაში დახმარება უკვე გაწეული ჰქონდა, მეოთხე გაკვეთილი პირველ ოქტომბერს ჰქონდა, მაგრამ იმ სამ გაკვეთილში ჩემმა შვილმა გიორგი მალანიას შეყვარება და ამის ჩემთვის თქმაც მოასწრო”, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

ცნობისთვის, გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.