საქართველოში ორ მილიონამდე მოქალაქეს სესხი აქვს — ყოველი მეათე „შავ სიაშია“
საქართველოში სესხი დაახლოებით ორ მილიონამდე მოქალაქეს აქვს. „კრედიტინფო საქართველოს“ 2026 წლის მარტის მონაცემებით, ფინანსური ვალდებულება ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარს ეკისრება.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, გადაუხდელი ვალდებულებების გამო ყოველი მეათე მსესხებელი „შავ სიაშია“ მოხვედრილი.
პრობლემა მხოლოდ ბანკებს არ ეხება — ვადაგადაცილებული სესხების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებშიც, რაც ქვეყანაში მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობაზე არსებულ ზეწოლას კიდევ უფრო უსვამს ხაზს.
მოქალაქეები, რომლებსა "პირველები" ესაუბრა, სესხის აღების მიზეზად მძიმე ეკონომიკურ პრობლემებს ასახელებენ.
2029 წლამდე მაქვს თითქოს აღებული, მაგრამ კაპიკებს აძლევენ და პროცენტი მეტია. ავირე წამლებისთვის, მე გულით ავადმყოფი ადამიანი ვარ, ოპერაცია მაქვს ორი წლის წინ გაკეთებული, მაგრამე ს ფული არ მეყოფა. წავედი მერიაში დახმარებისთვის, ერთი 100 ლარით მაინც რომ დამეხმარონ, თან ქირით ვცხოვრობ, - ამბობს მოქალაქე.
ბევრი რამე გავაკეთე სესხებით, არ ვარ უკმაყოფილო, მაგრამ პროცენტებია ძალიან დიდი და არის შემთხვევები, ხშირად მიჭირს გადადხა ხოლმე. ადრე ხალხი თამამად იღებდა და ახლა ისე თამამად ვეღარ იღებენ. ყველაზე მეტად ახლა მიჭირს, ვფიქრდები ძალიან, გამოვიტანი თუ არა სესხი და შევძლებ თუ არა გადახდას. თითქოს სამუშაო არის, მაგრამ არ წვდება ეს შემოსავალი, ხედავთ თქვენ რა ფასებია, - ამბობს მოქალაქე.
ამ ფონზე, ეკონომისტი პაატა ბაირახტარი ყურადღებას ამახვილებს პრობლემის სტრუქტურულ მიზეზებზე და განმარტავს, რა იწვევს სესხების ზრდასა და გადაუხდელობის მასშტაბებს ქვეყანაში.
ჩვენს ქვეყანაში არსებოსბ სულ რამდენიმე სექტორი, რომლის ხარჯზეც იზრდება ეკონომიკა და ვაღწევთ იმ ეკონომიკურ მონაცემებს, რომელიც ეკონომიკური მონაცემებიც რიცხვებში გვაქვს ხოლმე და ეკონომიური ზრდა, დანარჩენი სექტორები ვერ იზრდებიან ან რეგრესის გზას ადგანან და ეს შემდგომში მეტყველებს კიდეც აი, ამ მონაცემებზე, ეს ერთი. მეორე - თუ უფრო სიღრმისეულად ჩავშლით ამ მონაცემებს და ვნახავთ, რომ უფრო მეტ ადამიანს პრობლემები და დარღვევები სესხებთან მიმართებაში აქვს იმ ადამიანებს, რომლებსაც არა ბანკების, არამედ სხვა ფინანსური ინსტიტუტების ვალი აქვს, რომელთან მიმართებაშიც უფრო მარტივია სესხის აღება. ეს მიანიშნებს იმას, რომ ეროვნული ბანკის ის გართულებული რეგულაციები სესხების მიმართულებით, ადამიანები წავიდნენ სხვა ინსტიტუციებში, სადაც გაცილებით მაღალი საპროცენტო განაკვეთებია და მისი მოსამხურება, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ჭირს, - ამბობს ეკონომისტი პაატა ბაირახტარი.