მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს

13.04.26 10:49
მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს

მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბალდებულმა კაცს ფიზიური დაზიანებები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. 

პოლიციამ ბალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან მალევე დააკავა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული თ.კ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 12 აპრილს, მცხეთის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე - 1973 წელს დაბადებულ დ.ბ.-ს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დ.ბ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, - წერს შსს.