სასახლის ღობის საქმე - რა ჩვენება მისცა სასამართლოს გამომძიებელმა კონსტანტინე კერესელიძემ

15.04.26 15:58
სასახლის ღობის საქმე - რა ჩვენება მისცა სასამართლოს გამომძიებელმა კონსტანტინე კერესელიძემ

სასახლის ღობის საქმეზე დღეს ბრალდების მხარის ბოლო მოწმე, გამომძიებელი კონსტანტინე კერესელიძე გამოკითხა. 

13 პირიან საქმეზე, სადაც ბრალდებულები არიან: სიმონ მახარაძე, კახაბერ კვაჭანტირაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია, ავთანდილ თოფჩიშვილი, იური ლომიძე, დავით გიუნაშვილი, გიორგი ტალახაძე, ბექა მაჭავარიანი, მანუჩარ მიქელაძე, საბა კორძაია, გიორგი კირვალიძე და კობა ეპიტაშვილი, გამომძიებელმა ვერ უპასუხა შეკითხვას, მოიპოვება თუ არა რაიმე მტკიცებულება საქმეში, რაც დაადასტურებს რომ ბრალდებულები შეთანხმებულად მოქმედებდნენ.

ამ შინაარსის კითხვის განმეორებით დასმის შემდეგ, გამომძიებელმა განაცხადა, რომ „შეთანხმებული მოქმედებისთვის წინასწარ დაგეგმვა საჭირო არ არის და 2 წუთით, იქვე, აქციაზე დალაპარაკებაც საკმარისია“.

კონსტანტინე კერესელიძეს საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებია, ის არც ადგილზე ყოფილა, შესაბამისად, ადვოკატების შეკითხვებს საგამოძიებო პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით ვერ უპასუხა. 

  •  კონსტანტინე კერესელიძე აქამდე უკვე დაიკითხა 4 ოქტომბრის საქმის სხვა პროცესებზე. 

მომწე კერესელიძე: სასახლის ღობე ინახება ავლაბრის რეზიდენციაში, დაცულ ადგილზე, მისამართი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ იქაა... შემთხვევის ადგილზე არ გავსულვარ, ფოტო მასალა არ მაქვს, მაგრამ ვიყავი ადგილზე, დაცულ ტერიტორიაზეა, იქ ვერავინ შევა და არანაირი ბუნებრივი ზემოქმედების კვალი არ აქვს ღობეს. ყველა კამერა იქნა შემთხვევის ადგილიდან ამოღებული.

-მე შემთხვევის ადგილზე არ ვყოფილვარ, ვნახე ვიდეოები და იქ იყვნენ პოლიციელები სპეციალური მასკებით, ამის ტარების უფლება მოქალაქეებს არ აქვთ, მთელმა საქართველომ ნახა, ვის რა ეკეთა .

-ღობე მოცულობიდან გამომდინარე ვერ დაილუქა, ხელწერილის საფუძველზე ჩაბარდა სპეციალური დაცვის სამსახურს, მითითებულია, რომ არ უნდა დაზიანდეს და არ უნდა გასხვისდეს.

-დანიშნულია ექსპერტიზა და დადგინდება, ქონდათ თუარაა ერთმანეთთან კონტაქტი, დეტალური მასალა გამოთხოვილი არაა ძირ სისხლის სამართლის საქმეზე, ყოველ შემთხვევაში ჩემს მიერ არ მომხდარა ეს. იმ წუთიერად ყველა მათგანი მოქმედებდა შეთანხმებულად, დანიშნულია ექსპერტიზა და ველოდებით დასკვნას.

ადვოკატი:  ირაკლი შაიშმელაშვილმა გააჟღერა რომ უნდა ყოფილიყვნენ ჩანერგილები, ყოფილიყო ლროვოკაცია,თუ გადაამოწმეთ ეს ინფორმაცია? რამე საგამოძიებო მოქედება თუ ჩაატარეთ?

მოსამართლე: შეკითხვა განრიდებულია.

ცნობისთვის, კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალი წარდგენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჯგუფურად ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.

გარდა ამისა, მათ ასევე ედავებიან სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას მოიცავს.