გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პენსიონერი ციხეში გაუშვეს - საქმეში 3 არასრულწლოვანი ფიგურირებს

15.04.26 15:19
გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული პენსიონერი ციხეში გაუშვეს - საქმეში 3 არასრულწლოვანი ფიგურირებს

პენსიონერს, რომელიც საკუთარი მეუღლის შვილიშვილებზე გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტებზე  დააკავეს ბრალი ორ ეპიზოდზე წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციასს პროკურატურა ავრცელებს. 

ირკვევა, რომ საქმეში ორი არასრუწლოვანი ფიგურირებს - კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, 65 წლის კაცს ბრალი წარედგინა უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით და არასრულწლოვანი დაზარალებულების მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტებზე . 

პროკურატურის ცნობით, მეორე შემთხვევაში ერთ-ერთი არასრულწლოვანი თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირია. 

დაკავებულ პენსიონერს ახლა 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ასაკის გამო უმწეო მდგომარეობაში მყოფ მეუღლის შვილიშვილს რამდენიმე წლის განმავლობაში სისტემატურად აუპატიურებდა. ასევე უმწეო მდგომარეობაში მყოფი მეუღლის შვილიშვილების მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებას ახორციელებდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის და ნდობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, დაზარალებულის უმწეობის და ნდობის გამოყენებით, ჩადენილი არასრულწლოვანის და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ) (ორი ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.