მსჯელობა გაზრდილ ფასებზე - შეხვედრა "ოპოზიციის ალიანსსა" და ეკონომიკის სპეციალისტებს შორის

15.04.26 17:16
მსჯელობა გაზრდილ ფასებზე - შეხვედრა "ოპოზიციის ალიანსსა" და ეკონომიკის სპეციალისტებს შორის

მსჯელობა გაზრდილ ფასებზე - "ოპოზიციის ალიანსსა" და ეკონომიკის სპეციალისტებს შორის შეხვედრა გაიმართა. როგორც "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ მედიას განუცხადა, გამოსავალი ფასების კლებასთან მიმართებით უნდა იყოს რეალისტური და არა ისეთი, რასაც "ოცნების" მიერ შექმნილი ფასების კომისია აკეთებს. 

კალაძის მოპარულ ფულს თქვენ იხდით ახლა თქვენი ჯიბიდან, იმიტომ, რომ მათ შორის პურის ფასში ეს აისახება - ამბობს ნიკა გვარამია. 

გამოსავალი უნდა იყოს რეალისტური და არა მოგონილი, არა ვითომ საქმიანი ხელოვნურად შექმნილი ატმოსფერო, რასაც ვითომ ხელისუფლება აკეთებს.  როდესაც ქვეყანაში არის ნავთობის ფასების კრიზისი, აი ეს 200 მილიონიანი ხარჯი გააუქმოს, თან შუა წელს მოგონილი, ბიუჯეტში ეს ხარჯი არ დევს, და დააკლოს აქციზის გადასახადს, ვიდრე ეს კრიზის არსებობს. კალაძის მოპარულ ფულს თქვენ იხდით ახლა თქვენი ჯიბიდან, იმიტომ, რომ მათ შორის პურის ფასში ეს აისახება, არვიცი ნებისმიერი რამის ფასში", - აცახდებს ნიკა გვარამია. 

"ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით კი "ოცნება" ქვეყანას სიღარიბიდან გამოსვლის შანსს არ არ უტოვებს, რადგან გამოსავალს არ სთავაზობს. 

მისი განცხადებით, გამოსავალი არის იმაში, რომ მოქალაქეებს დარჩეთ საკუთარი შრომით მოპოვებული დოვლათიდან მეტი და არა ბიუროკრატიას.

წლებია ის პოლიტიკა, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ატარებს, შანსს არ უტოვებს ჩვენს ქვეყანას სიღარიბიდან გამოსვლის - არა თუ სწრაფად გამოსვლის, არამედ არსებითად გამოსვლის. ეს არის სტატუს-კვო, რომელშიც მთავრობა, ანუ ბიუროკრატია ბევრ ფულს ართმევს მოქალაქეებს, ბიზნესს ჯიბიდან და შემდეგ  განკარგავს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის. მთავარი ამოცანა არის ამ ტვირთის შემცირება, რომ მოქალაქეებს დარჩეთ საკუთარი შრომით მოპოვებული დოვლათიდან მეტი და არა ბიუროკრატიას. რაც ნამდვილად არ არის გამოსავალი არის ეს ფარისევლური, უტიფარი კამპანია - კომისიას რომ ქმნიან, იქ ბიზნესებს რომ იბარებენ, როცა თვითონ მიზეზი  ამ პრობლემის არის მათში, ივანიშვილის რეჟიმში, როგორც მართავენ ქვეყანას", - ამბობს გიგა ბოკერია.