"ყადაღა......მათ შორის პენსიაზეც" - აქტივისტ ნათია მეგრელიშვილს ანგარიშები დაუყადაღეს
აქტივისტ ნათია მეგრელიშვილს ანგარიშები დაუყადაღეს. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.
როგორც აქტივისტი განმარტავს, ყადაღა რუსთაველზე ყოფნის გამო გამოწერილი ჯარიმის გამო დაადეს, რომლის შესახებაც არ იცოდა და მხოლოდ ახლარა შეიტყო.
მეგრელიშვილი წერს, რომ გაუყინეს მათ შორის პენსიაც.
ყადაღა......მათ შორის პენსიაზეც,ისე რომ არც ერთი შეტყობინება არ მოსულა. 25 ივნისს ანუ შარშან ვყოფილვარ რუსთაველზე და ჯარიმა გამომიწერეს ისე რომ არც შემატყობინეს??..რუსთაველზე ვცხოვრობ და რუსთაველზე ვმუშაობ, კარლსონი არ ვარ რომ გადავუფრინო გამზირს.
სად არის ჯარიმა? უნდა დამსიზმრებოდა?, - წერს მეგრელიშვილი.