ივა ჭყონია ასახელებს გზას, რომელიც "ბიზნესს დროებით ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს"
შესაძლებელია, რომ სახელმწიფოს მხრიდან თუნდაც გარკვეული პერიოდით მოხდეს მორატორიუმი აქციზთან დაკავშირებით - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრმა, ბიზნესმენმა ივა ჭყონიამ განაცხადა.
ჭყონიას თქმით, ეს ბიზნესს დროებით ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს.
- ჭყონია დღეს ეკონომიკის სპეციალისტებსა და "ოპოზიციის ალიანსის" შეხვედრას ესწრებოდა.
საწვავის ფასი ძალიან სენსიტიურია და პირდაპირ პროპორციუალდ აისახება სურსათის ფასებზე, იმიტომ, რომ ლოჯისტიკას აქ უჭირავს ლომის წვლილი. აქ, რა თქმა უნდა, არის შესაძლებელი სახელმწიფოს მხრიდან, რომ თუნდაც გარკვეული პერიოდით მოხდეს მორატორიუმი აქციზთან დაკავშირებით, დროებით ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს ბიზნესს, სანამ ფასები მაღალია და ფასები დარეგულირდება. ეს იყო დადგმული შოუ და ბოლოს მივიღეთ ის, რომ თურმე არც "ბიგფორი" არ სჭირდებათ, რომ შეისწავლონ, რეალურად რა პრობლემებიც არის და ისევ ხელს იშვერენ კონკურენციის სააგენტოსკენ, რომელიც ისედაც ვალდებული იყო, რომ ბაზარზე გაეწია კონტროლი. ასე, რომ ეს იყო უბრალოდ უნიჭოდ დადგმული შოუ", - ამბობს ივა ჭყონია.