თქვენ ნამდვილად გჭირდებათ საზოგადოებას შესთავაზოთ ერთიანი, საერთო ხედვა - ევროპარლამენტარის მოსაზრება საქართველოზე

15.04.26 17:31
თქვენ ნამდვილად გჭირდებათ საზოგადოებას შესთავაზოთ ერთიანი, საერთო ხედვა - ევროპარლამენტარის მოსაზრება საქართველოზე

ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩესი ამბობს, რომ უნგრეთის მაგალითზე საქართველომაც უნდა ისწავლოს. "ავტორიტარული ტენდენციის შესაჩერებლად საზოგადოებას ერთიანი შეთვაზება სჭირდება" - განაცხადა დეპუტატმა ევროსკოპთან ინტერვიუში.

სანჩესი აღნიშნავს, რომ ქართველ ხალხს სჭირდება დაინახოს ოპოზიციის საერთო ხედვა, რათა პოლიტიკური კრიზისი დაიძლიოს. 

უნგრეთის მთავარი გაკვეთილი ის არის, რომ როდესაც გსურთ სიტუაციის რადიკალურად შეცვლა და ავტორიტარული ტენდენციის შეჩერება და ეს საქართველოს შემთხვევაცაა - ბევრი რამ უნდა გაიღო იმისთვის, რომ საზოგადოებას ერთიანი შეთავაზება წარუდგინოთ და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის წინააღმდეგ ყველა ხმა გააერთიანოთ. ეს გაკვეთილია მრავალი ავტორიტარული ქვეყნისთვის. ვფიქრობ არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ თურქეთზეც. თქვენ ნამდვილად გჭირდებათ საზოგადოებას შესთავაზოთ ერთიანი, საერთო ხედვა, რათა დაძლიოთ ეს სიტუაცია; ამის შემდეგ პოლიტიკური თამაში კვლავ გაიხსნება და შეძლებთ კონკურენციას ჩვეულებრივ, დემოკრატიულ გარემოში. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილია არა მხოლოდ უნგრეთისთვის. ეს კარგია ევროკავშირისთვისაც, როგორც მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იმოქმედო მზარდ ავტორიტარულ ლანდშაფტში და რა გზით შეიძლება ამ ტენდენციასთან გამკლავება"- თქვა მან.