"ბიუჯეტს ავსებენ ღატაკი პატრიოტების დაყადაღებით" - ლეილა ცომაიას ანგარიშები დაუყადაღეს

15.04.26 17:59
"ბიუჯეტს ავსებენ ღატაკი პატრიოტების დაყადაღებით" - ლეილა ცომაიას ანგარიშები დაუყადაღეს

დაყადაღებულია სამოქალაქო აქტივისტის ლეილა ცომაიას ანგარიშები. აფხაზეთიდან დევნილი ლეილა ცომაია, უწყვეტი სამოქალაქო პროტესტის აქტიური მონაწილეა. როგორც თავად ამბობს, ის პენსიონერი და სოციალურად დაუცველია.

"მთელი თვის განმავლობაში მომდის სააღსრულებლო შეტყობინებები, რომ დაჯარიმებული ვარ. გავასაჩივრე რამდენიმე და დღემდე ამ პროცესში ვარ. ის გასაჩივრებული რა პროცედურას გადის ჩვენ არ გვაცნობებენ. ახლა მომივიდა დაყადაღება. ბიუჯეტს ავსებენ ღატაკი პატრიოტების დაყადაღებით. იციან, რომ სოციალურად დაუცველი ვარ. დაახლოებით არის 60 ათასამდე ჯარიმა. არ ვარ ისეთი პიროვნება, რომ დავიწყო თანხების შეგროვება. კი ბატონო, მომისაჯონ. არ გადავიხდი, "-ამბობს ლეილა ცომაია.

ლეილა ცომაია რამდენიმე თვის წინ ადმინისტრაციული წესითაც იყო დაკავებული. რაც შეეხება, სამოქალაქო აქტივისტების ანგარიშების დაყადაღებას, ბოლო ერთი კვირის მანძილზე დაყადაღებულია რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების საბანკო ანგარიშები.