რა ხდება მართვის მოწმობის გამოცდებზე? - მოქალაქეების მტკიცებით, გამომცდელები მათ მიზანმიმართულად ჭრიან

15.04.26 18:45
რა ხდება მართვის მოწმობის გამოცდებზე? - მოქალაქეების მტკიცებით, გამომცდელები მათ მიზანმიმართულად ჭრიან

მოქალაქეები, რომლებიც მართვის მოწმობის აღებას უკვე დიდი ხანია ცდილობენ, ამტკიცებენ, რომ ინსტრუქტორები ე.წ. ქალაქის გამოცდაში განზრახ ჭრიან, რათა სახელმწიფო ბიუჯეტში მეტი ფული შევიდეს. 

მათი თქმით, გამომცდელები აბსურდულ მიზეზებს იგონებენ მოქალაქეები გამოცდაში ჩასაჭრელად - მაგალითად ამბობენ, რომ მათ ღერძულა ხაზი გადაკვეთეს, ან ზებრა გადასასვლელზე გააჩერეს, თუმცა როდესაც მართვის მოწმობის აღების მსურველები ჩაჭრის მიზეზებს აპროტესტებენ, ირკვევა, რომ გამომცდელების მიერ მითითებულ ადგილას არც ღერძულა ხაზი ჩანს და არც ზებრა გადასასვლელი, თუმცა მათივე თქმით, მოქალაქეებს ადგილზე წარმოსახვითი ხაზები უნდა წარმოედგინათ. 

ამასთან, მოქალაქეები მიუთითებენ, რომ სისტემა გაუმართავად მუშაობს, ისინი თვეების განმავლობაში ვერ ახერხებენ, 90-ლარიანი გეგმიური ჯავშანი ჩანიშნონ, თუმცა 250- -ლარიან ადგილებზე დასაჯავშნი დრო არის. 

არც კი იციან რისთვის გჭრიან, თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას, გაგიშვან თუ არა გამოცდაზე, ჩაგჭრან, თუ ჩაგაბარებინონ. საფუძვლიანი ეჭვია, რომ ბიუჯეტს ამდიდრებენ... თან გეკითხებიან, მერამდენე გასვლაა, რამდენ ლარიანი ჯავშანი გაქვს გაკეთებული, ჩვეულებრივი ბიზნესია. 250-ლარიანი მინიმუმ ორჯერ მაინც თუ არ გაქვს დაჯავშნილი, შანსი არ გაქვს [ჩაბარების]. გადასასვლელები, ღერძულა ხაზები, უწყვეტი იყო, თუ წყვეტილი იყო, მერე ნაწვიმარში თუ მოგიწია, ვეღარ პოულობენ ამ ხაზს და რომ დაგიმტკიცონ, რომ ნამდვილად გადაკვეთე ხაზი, ეძებენ ფეხის ქექვით - აქ უნდა ყოფილიყო, ადრე ხაზი იყო და თუ ვერ იპოვეს, მერე ამბობენ, რომ წარმოსახვითი ხაზი უნდა წარმოგედგინა და არ უნდა გადაგეკვეთა. 

იამაში, თუ ჩაარტყი სადმე ამ დანგრეულ გზებზე და ვერ ააცილე, ან ჭა არის ამოთხრილი დიდზე, ჩაჭრილი ხარ იმიტომ, რომ ძალიან შეწუხდა, რომ რაღაც დისკომფორტში მოხვდა," - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ბრალდებებს უარყოფს, ამბობენ, რომ თუ მოქალაქეები გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან, შეუძლიათ გაასაჩივრონ.