სად არის დაპირებული იაფი პროდუქტი? - "ოცნებაში" პასუხი არ აქვთ
ფასების კომისიის შეფი, ოპოზიციის ბრალდებებს ვერ პასუხობს - კითხვა მარტივია, დაგვისახელეთ ერთი პროდუქტი მაინც რომელიც გაიაფდა. კომისიის სხვა წევრები აცხადებდნენ, რომ გაზრდილ ფასებთან ფასების კომისიას კავშირი არ აქვს
ფასების კომისია სკანდალის შუაგულში დღეს "ძლიერი საქართველოს" ბრიფინგის შემდეგ მოექცა. პარტია ამტკიციებს, რომ პროდუქტებზე ფასები შემცირების ნაცვლად თითქმის 30 პროცენტით გაიზარდა. "ძლიერმა საქართველომ" დღეს მასკარადი უწოდა ფასების კომისიას, რომელიც სამი თვეა მუშაობს, თუმცა შედეგი ჯერ არ ჩანს.
ერთი კოლოგრამი ხორცის ფასი 40 ლარს აღწევს. საქსტატის ბოლო მონაცემებით, წლიურ ჭრილში გაძვირდა, თევზი, ხილი პურპროდუქტები. ამ ფონზე ჩნდება კითხვა, სად გაქრა ქართლი ოცნების დეკემბრის დაპირება რომ ფასები შემცირდებოდა.
"ქართული ოცნება" დროს ითხოვს.