რა ბერკეტი აქვს "ოცნებას" ფასების ზრდის შესაჩერებლად

15.04.26 20:06
რა ბერკეტი აქვს "ოცნებას" ფასების ზრდის შესაჩერებლად

ბენზინის ფასი ბოლო ერთ თვეა, იზრდება და რეკორდულ ნიშნულზე ადის, თუმცა არ ჩანს მთავრობის განცხადებული გეგმა რას აპირებს. ბენზინის ფასი არ ეხება მხოლოდ იმ ხალხს, ვისაც მანქანა ჰყავს. ეს მოქმედებს ყველა პროდუქტის ღირებულებაზე, რადგან ტრანსპორტირების კომპონენტი ყველგან არის გათვალისწინებული. რას არ აკეთებს "ქართლი ოცნება", რომ მსოფლიო კრიზისი ფონზე, ხალხს ისედაც მძიმე ყოფნა შეუმსუბუქოს. დღეს ამ თემაზე ოპოზიციური ალიანსი, ექსპერტებთან ერთად მსჯელობდა. 

ოპოზიცია ფიქრობს, რომ ამ კრიზისი დროს მთავრობა დროებით უნდა შეამციროს აქციზის გადასახადი, რაც საწვავის ფასის ავტომატურად გაიაფაებას გამოიწვევს. 

როგორ იქცევიან მსოფლიო კრიზისი დროს სხვა ქვეყნები?  მაგალითად გერმანიამ ბენზინსა და დიზელზე გადასახადი ლიტრზე დაახლოებით 17 პროცენტიღ შეამცირა,  სამხრეთ კორეაში საწვავის ფასმა 37 პროცენტით დაიწია, ისიც აქციზზე ფასის დაწევით. 

ინა ცარციძის სპეციალური რეპორტაჟი