სამთავრობო ცვლილებების მოლოდინში - ვინ ემშვიდობება პოსტს და რატომ

15.04.26 20:20
სამთავრობო ცვლილებების მოლოდინში - ვინ ემშვიდობება პოსტს და რატომ

ივანიშვილის ოჯახის მეგობარი დეპუტატი აანონსებს, რომ სამთავრობო ცვლილებები იქნება, მაგრამ კონკრეტულად როდის, ეს ეკა ჭიჭინაძემ არ იცის. "პირველებს" რამდენიმე წყარო უდასტურებს, რომ ირაკლი კობახიძე ფიქრობს, ძალოვან უწყებებში ცვლილებებს. სავარაუდოდ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაემშვიდობება გელა გელაძე და ის თავდაცვის სამინისტროში გადაინაცვლებს. ირაკლი ჩიქოვანს კი დიპლომატიურ მისიაში უშვებენ.

"ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებებზე დღეს არაფერს ამბობენ, წარსული გამოცდილების გათვალისწინებით ახლა კატეგორიულად ივანიშვილის გუნდის წევრები არაფერს გამორიცხავენ.

წყარო "პირველებს" უყვება, რომ თავდაცვის მოქმედ მინისტრს, დიპლომატიურ მისიაში წასავლელად ამზადებენ. ცვლილებების შესახებ ჯერ არაფერი იცის ჩიქოვანის მოადგილემ.

სამთავრობო გუნდში ცვლილებებს არ გამორიცხავს ოპოზიცია. თუმცა პოლიტიკური ძალები დარწმუნებულები არიან რომ ივანიშვილის მითითების გარეშე ვერანაირ გადაწყვეტილებას კობახიძე ვერ იღებს.

მთავრიობის ადმინსტრაციაში "პირველებს" უთხრეს, რომ სამთავრობო ცვლილებები დაგეგმილი არ არის. 

ნანუკა ქაჯაია თემის დეტალებით