ხმაური სასახლის ღობის საქმის სასამართლოზე - ბრალდებულს პროცესი მანდატურების დახმარებით დაატოვებინეს

15.04.26 21:15
ხმაური სასახლის ღობის საქმის სასამართლოზე - ბრალდებულს პროცესი მანდატურების დახმარებით დაატოვებინეს

მოსამართლე თამარ მახარობლიძემ GAMA FC-ის მებრძოლი გიორგი კირვალიძე სხდომათა დარბაზიდან ბოლო მოწმის გამოკითხვის დროს გააძევა, სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულ კირვალიძეს კითხვები საქმის მთავარ გამომძიებელ კონსტანტინე კერესელიძესთან ჰქონდა, აინტერესებდა, რის საფუძველზე მოხდა მისი დაკავება, თუმცა მოსამართლე მახარობლიძემ ამის შესაძლებლობა არ მისცა.

პოლიციელი კონსტანტინე კერესელიძე სინდისის 8 პატიმრის საქმეშიც ფიგურირებს. ის ახლა უკვე სასახლის ღობის საქმეში გამოჩნდა. ირკვევა, რომ მთავარი გამომძიებელი 4 ოქტომბერს შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ მისულა, საქმის მთავარი მტკიცებულება ფოტო მასალით ნახა, სიმბოლურად დაულუქავი ღობე კი ცერემონიების სასახლეში დაათვალიერა. 

13 ბრალდებულის საქმე დასკვნით ეტაპზეა, პროკურატურამ დღეს მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა, საქმეში ამ დრომდე არ დევს მობილური ტელეფონების ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დადასტურებდა, პროკურატურის ვერსიას, რომ დაკავებულები ჯგუფურად წინასწარი შეთანხმებით მოქმედებდნენ. 

სასახლის ღობის საქმე - მარიამ მაკასარაშვილი დეტალებით