თბილისის მერია: თამარ მეფის ხიდიდან "ლაგუნა ვერეს" მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება

15.04.26 23:05
თბილისის მერია: თამარ მეფის ხიდიდან "ლაგუნა ვერეს" მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება

თბილისის მერიის განცხადებით, 16 აპრილს, თამარ მეფის ხიდიდან "ლაგუნა ვერეს" მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება.

საავტომობილო მოძრაობა 01:00 საათიდან შეიზღუდება და 06:00 საათამდე გაგრძელდება. 

მთაწმინდის რაიონში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან „ლაგუნა ვერეს“ მიმართულებით (გმირთა მოედნის პანდუსთან) 16 აპრილს, 01:00 საათიდან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება.

აღნიშნულ მისამართზე ამორტიზებული სანიაღვრე ჭების შეკეთებას შპს "თბილსერვის ჯგუფი" უზრუნველყოფს.

უსაფრთხოების მიზნით, სამუშაო პერიმეტრზე განთავსდება შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნები.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!" - წერია განცხადებაში.