„საქართველოს ბანკი“ ქმნის განათლების შესაძლებლობებს AI-ით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგოებისთვის

16.04.26 12:35
„საქართველოს ბანკი“ ქმნის განათლების შესაძლებლობებს AI-ით და ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგოებისთვის

„საქართველოს ბანკი“, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, გოგოების ტექნოლოგიების და AI სფეროში გაძლიერების მიზნით, ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს.

ამისათვის, ოთხ წელზე მეტია, კომაროვთან თანამშრომლობით ახორციელებს STEM სკოლის პროექტს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, მიიღონ ხარისხიანი განათლება STEM - ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით.

„საქართველოს ბანკისა“ და კომაროვის STEM სკოლა 2000-ზე მეტ მოსწავლეს აერთიანებს, მათგან 35% კი გოგოები არიან.

ამასთან, განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად „საქართველოს ბანკი“ ყოველწლიურად საკუთარ სტიპენდიატებს ავლენს. საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს ბანკი სწავლას სრულად, 30-ს კი ნაწილობრივ უფინანსებს. STEM სკოლაში საქართველოს ბანკის სტიპენდიატთა რაოდენობა 300-ს აჭარბებს.

ამასთან, ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებული გოგოებისთვის საქართველოს ბანკი, Mastercard-თან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით ერთობლივ პროექტს - AI სტიპენდია გოგოებისთვის ახორციელებს.

ინიციატივის ფარგლებში, სტიპენდიატები იღებენ 100%-იან დაფინანსებას საქართველოს ბანკის პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში, ხელოვნური ინტელექტის და მასთან დაკავშირებული პროექტების მართვის სხვადასხვა კურსებზე. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

ინფორმაციისთვისახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნითსაქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტიასწორედ ამიტომბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარსრითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვისსტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობასბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებსროგორებიც არისსაქართველოს ბანკის სტიპენდიებიგიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდიადიდ ბრიტანეთშიაშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსებაიდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტისაქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლასაქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადაეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადაევერესტიამასთანსაჯარო მეტყველების კონკურსიდა სხვასაქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge