ინციდენტი მარნეულის სკოლაში - შსს-მ გამოძიება დაიწყო
შსს-მ მარნეულის №4 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებს შორის მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც tvpirveli.ge-ის გელა გელაძის უწყებაში განუცხადეს, საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით იძიებენ, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.
ადგილობრივი გამოცემა “Marneulinews.ge”-ის ცნობით, ერთ-ერთმა მოსწავლემ თანატოლი საკანცელარიო დანით დააზიანა.
გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ადგილი აქვს შემთხვევითობას, რადგან ბავშვები კლასში თამაშობდნენ. tvpirveli.ge-ის ინფორმაციით, მოზარდები მეცხრე კლასის მოსწავლეები არიან.
ჩვენთვის მოწოდებული ინფრომაციით, ინციდენტში მონაწილე და თვითმხილველი მოზარდები პოლიციამ დაკითხა. რაც შეეხება დაშავებულს, მას სამედიცინო დახმარება უკვე გაეწია. ამ დროისთვსი უცნობია, გახდა თუ არა მოსწავლის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა საჭირო.