დუგინის მიმართვა კრემლს: დასავლეთში ჩვენი სიტყვების უკვე აღარავის ეშინია

16.04.26 16:11
დუგინის მიმართვა კრემლს: დასავლეთში ჩვენი სიტყვების უკვე აღარავის ეშინია

"დასავლეთში ჩვენი სიტყვების უკვე აღარავის ეშინია" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კრემლის პროპაგანდისტი და პუტინის მხარდამჭერი ალექსანდრ დუგინი წერს და ხელმძღვანელობას "გონს მოგებისკენ" მოუწოდებს.

მტერი ჩვენი დანებებითა და სრული სტრატეგიული მარცხით კმაყოფილი არ იქნება. ისინი მხოლოდ ზიანს არ მოგვაყენებენ - წერს დუგინი. 

"დასავლეთში ჩვენი სიტყვების უკვე აღარავის ეშინია. სიტყვებისა და მუქარის შემცველი გამოსვლების ლიმიტი ამოიწურა. სანამ დამაჯერებლად არ მოვიქცევით, არაფერი შეიცვლება და ახლა ჩვენი მხრიდან ძალის 1-2 დემონსტრაცია აშკარად არ იქნება საკმარისი. დრო დაიკარგა, ძალიან დიდი დრო. ჩვენ დაჩქარება გვესაჭიროება. ამჯერად ისინი შანსსაც კი არ მოგვცემენ, რომ თავი მოგვაჩვენონ, თითქოს ყველაფერი ნორმალურადაა, თუკი კომპრომისზე წავალთ. მტერი ჩვენი დანებებითა და სრული სტრატეგიული მარცხით კმაყოფილი არ იქნება. ისინი მხოლოდ ზიანს არ მოგვაყენებენ, არამედ მნიშვნელოვანი იქნება, რომ ეს დამარცხებულმა მხარემაც აღიაროს. ჩვენი ხელმძღვანელობა გონს უნდა მოეგოს." – წერს დუგინი ტელეგრამზე.