სამოქალაქო აქტივისტი მართვის მოწმობის გამოცდაზე არ დაუშვეს - რას ამბობენ მომსახურების სააგენტოში

16.04.26 18:15
სამოქალაქო აქტივისტი მართვის მოწმობის გამოცდაზე არ დაუშვეს - რას ამბობენ მომსახურების სააგენტოში

 

 

სამოქალაქო აქტივისტი მართვი მოწმობის გამოცდაზე არ დაუშვეს - თელავში, საგამოცდო ცენტრში მისულ ლუკა შველიძეს  უთხრეს, რომ აქციებში მონაწილოების გამო, მას ჯარიმა ჰქონდა გამოწერილი.

როგორც შველიძე ამბობს, ის მეტი დეტალის გასარკვევად შსს-ში მივიდა, თუმცა კონკრეტული პასუხი ვერ გაიგო.

დღეს მქონდა მართვის მოწმობის გამოცდა, როდესაც მივედი სააგენტოში, მითხრეს, რომ გამოცდაზე ვერ გავიდოდა, როდესაც ვიკითხე, რატომ? დამისახელეს, რომ იყო აღსრულების ეროვნული ბიუროდან გადაგზავნილი ჯარიმა, ჩავედი აღსრულების ეროვნულ ბიუროში და გავარკვიე, რომ მე არ მქონდა იმაზე ჯარიმა, მაგალითად, მართვის მოწმობის გარესე ვმართავდი ტრანსპორტს. მითხრეს, რომ ჯარიმა იყო ადმინისტრაციული, რომელიც არის პარლამენტთან დგომის და გზის გადაკეტვის გამო, მითხრეს, რომ ვიდრე ამ ჯარიმას არ გადავიხდიდი, ფიზიკურად გამოცდაზე ვერ გავიდოდი და ვერ ავიღებდი მართვის მოწმობას, - უთხრა შველიძემ “პირველებს“.

“პირველები“ მომსახურების სააგენტოსაც დაუკავშირდა. 

მოქალაქე არ დაიშვება გამოცდაზე, თუ აქვს გადაუხდელი ჯარიმა, მაგალითად მართვის უფლების არ ქონასთან დაკავშირებით, ან თუ არის 116-ე, 121-3, 118-ეს მეთხე პირველი და მეორე, ასევე, თუ ფიქსირდება ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი, ან ჩამორთმეული აქვს მართვის უფლება ნარკოტიკული დანაშაულის ან სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის გამო. შესაძლოა, იყოს სხვა ხელისშემშლელი ფაქტორიც, რის გამოც მოქალაქე გამოცდაზე არ დაიშვება, ამ მონაცემებს ამოწმებენ ადგილზე, და ადგილზევე ეუბნებიან და აკვალიანებენ რა  და როგორ არის შესაძლებელი, - ამბობენ მომსახურების სააგენტოში.

შველიძე აპირებს დეტალურად მოიკვლიოს ინფორმაცია და გაიგოს მიზეზი, თუ რატომ არ დაუშვეს მართვის მოწმობის გამოცდაზე.