საგარეჯოს მოსახლეობა ოთხი წლის წინ დაპირებული სკოლის რეაბილიტაციას ითხოვს

16.04.26 18:29
საგარეჯოს მოსახლეობა ოთხი წლის წინ დაპირებული სკოლის რეაბილიტაციას ითხოვს

 

 

ხმაური იყო საგარეჯოს სოფელ მანავში. ხალხი ოთხი წლის წინ დაპირებული სკოლის რეაბილიტაციას ითხოვს. ამ დრომდე  არანაირი სამუშაო  არ მიმდინარეობს,  ამ სკოლის  მოსწავლეების სხვა სოფლის სკოლაში დადიან, რაც მათთვის და მშობლებისთვის დიდი დისკომფორტია.

მშობლებმა ადგილობრივ ხელისუფლებას ვადა ერთი თვე მისცეს. თუ დაპირება არ შესრულდება, მშობლები არ აპირებენ ბავშვები ალტერნატიულ სკოლაში გაუშვან.

ვითხოვთ სკოლა გაგვიხსნან. 2 ავტობუსით და მარშუტკებით გადაადგილდებიან ბავშვები, მხოლოდ სკოლა და განათლება ხომ არაა, იმხელა საფრთხეა ბავშვებისთვის, გზაზე უწევთ გადასვლა, იქ ათასი რამ ხდება. დაგვპირდნენ, მაგრამ პასუხი არ აქვთ, - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

ოფიციალური საბუთი მოგვიტანონ იმის შესახებ, რომ რა მდგომარეობაშია ეს შენობა, რა გახდა ეს დაუსრულებელი ტენდერი. ველოდებით პასუხს, გვთხრეს 3 კვირაში იქნებაო და ვნახოთ, - ამბობს კიდევ ერთი მშობელი.

მიუხედავად “პირველების“ მცდელობისა, ქალაქის მერმა სატელეფონო კითხვებსაც კი არ უპასუხა.