აკრძალვა მიწიდან უსასრულობამდე - აბასთუმნის ცა ჩაიკეტა

16.04.26 20:02
აკრძალვა მიწიდან უსასრულობამდე - აბასთუმნის ცა ჩაიკეტა

დღეიდან აბასთუმნის თავზე ცა ჩაიკეტა - თურქეთის საზღვრიდან ადიგენამდე ვერც სატვირთო, ვერც სამოქალაქო რეისები ვეღარ იფრენენ. აკრძალვა მიწიდან უსასრულობამდე მოქმედებს, აბასთუმნის თავზე 52 კმ -ის დიამეტრზე. რადიო თავისუფლებამ ჟურნალისტურ გამოძიებაში შეაგროვა ყველაფერი ახალი შეზღუდვების შესახებ.  შეზღუდვის არეალში რამდენიმე საჰაერო ტრასა ხვდება, რომლებიც საერთაშორისო რეისებისთვის გამოიყენებოდა და ევროპას და აზიას აკავშირებს.  

საერთაშორისო ტრასები ბიუჯეტისთვის ასობით მილიონის შემოსავალია, ექსპერტების თქმით, მარშრუტების დაგრძელება აჩენს რისკს, რომ საერთაშორისო ავიაკომპანიებმა საქართველოს საჰაერო სივრცეს გვერდი აუარონ, ეს კი დიდ ფინანსურ ზიანს ნიშნავს. 

აბასთუმნის ცა მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც იქ ტუბდისპანსერის ყოფილ ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშივლმა რეზიდენცია აიშენა და საცხოვებლად დასახლდა. ივანიშვილს აბასთუმანში ორი სასახლე აქვს. ირაკლი კობახიძემ აბასთუმნის ცაზე შეზღუდვების დადგენილებას ხელი თებერვალში მოაწერა. ამ დოკუმენტის მიხედვით, გამონაკლისია სახელმწიფო რეისები და  ის საფრენი ხომალდი, რომელიც აბასთუმანში უნდა ჩაფრინდეს ან აფრინდეს.

ოფიციალური ვერსიის მიხედვით, მთავრობამ აბასთუმნის თავზე აკრძალვა ობსერვატორიის მოთხოვნით დააწესა, ასტრონომიული დაკვირვებისთვის გამჭვირვალე ატმოსფერო სჭირდებათ.  საერთაშორისო პრაქტიკით, ობსერვატორიებში კილომეტრანხევარ სიმაღლეზე შეზღუდვაც საკმარისია, მაგრამ აბასთუმნის თავზე ეს შეზღუდვა უსასრულოა. მოთხოვნა ობსერვატორიის დირექტორმა გააგზავნა.

აბასთუმნის თავზე ფრენების შეზღუდვის შემდეგ, ფაქტია, ავიარეისებს სხვა გზით მოუწევთ გადაადგილება.  საქაერონავიგაციაში ამბობენ, რომ მარშრუტები არ უქმდება, ამიტომ საერთო სურათიც არ იცვლება. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ საქმე პირადად ივანიშვილის გადაწყვეტილებასთან გვაქვს. 

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.