სურვილი მაქვს, მონაწილეობა მივიღო პატრიარქის არჩევაში - მიტროპოლიტი ქრისტეფორე წამალაიძე

16.04.26 20:03
სურვილი მაქვს, მონაწილეობა მივიღო პატრიარქის არჩევაში - მიტროპოლიტი ქრისტეფორე წამალაიძე

მიტროპოლიტი ქრისტეფორე (წამალაიძე) მოსაყდრე შიოსა და წმინდა სინოდს მიმართავს და სურვილს გამოთქვამს, მონაწილეობა მიიღოს პატრიარიქს არჩევაში.

წერილს სოციალურ ქსელში თავად მღვდელმთავარი აქვეყნებს.

1999 წლის 2 თებერვალს წმინდა სინოდალურმა კომისიამ დაადგინა და გამართლებულად ჩათვალა ჩემი სამშობლოდან უცხოეთში დროებით განრიდება, რასაც წინ უძღოდა ჩემი დაუსრულებელი დევნა-შევიწროება და იარაღით მუქარა. 

წმინდა სინოდის მიერ შექმნილმა სინოდალურმა კომისიამ თავის მიერ გამოტანილ დასკვნაში აბსოლუტურად გამართლებულად სცნო ჩემი დროებით გასვლა სამშობლოდან და მიზანშეწონილად აღიარა ჩემი ეპარქიაში დაბრუნება მღვდელმთავრული მოღვაწეობისათვის. სამწუხაროა, რომ წმინდა სინოდმა დღემდე არ მოახდინა სინოდალური კომისიის დასკვნის სისრულეში მოყვანა.

სურვილი მაქვს, როგორც სინოდალური კომისიის მიერ აბსოლუტურად გამართლებულმა მღვდელმთავარმა და ჩემი სამშობლოს შვილმა, მივიღო მონაწილეობა კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებში", - წერს მიტროპოლიტი ქრისტეფორე (წამალაიძე).