განათლების მინისტრმა არ იცის, რამდენი სკოლა შენდება, ხოლი რამდენში რეაბილიტაცია მიმდინარეობს - დონაძე
კორუფციის მკველვარი, ბესო დონაძე განმარტავს, როგორ მუშაობს ზოგადად განათლების სამინისტრო.
როგორც ის ამბობს, გივი მიქანაძის უწყებას მიწერა წერილი და მოითხოვა იმ სკოლების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც შენდება, ან რეაბილიტირდება.
მისი თქმით, პასუხი, რომელიც სამინისტროდან მიიღო, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში არცერთი სახელმწიფო აპარატი არ ფუნქციონირებს და სისტემა სრულად ჩამოშლილია.
მინისტრს მივწერე წერილი და ვუთხარი, რომ მომეცი ნუსხა, რომელი შენობაა მოქმედი, რომელში მიმდინარეობს რებილიტაცია, მოკლედ, სრულად ინფორმაციის მოწოდება მოვითხოვე და იცით, რა მიპასუხა მიქანაძემ? მე მსგავი რაღაცები არ ვიცი, ერთ რეგიონალური სამინისტრო აკეთებს, მეორეს გამგეობებიო და განათლების მინისტრმა არ იცის, რამდენი სკოლა შენდება, ხოლი რამდენში რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პირდაპირ წერია, რომ სამინისტრო არის მოკლებული შესაძლებლობას, მოგაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. განათლების მინისტრმა იცით რატომ არ იცის, რამდენი სკოლა შენდება? იმიტომ, რომ მეორე სამინისტრო აშენებს და ამ ადამიანებს ერთმანეთთან კორდინაციაც არ აქვთ. სრულად ჩამოშლილია სისტემა, სახელმწიფო აპარატები არ ფუნქციონირებს. ყველა არის გადასული მოპარვაზე , - განაცხადა დონაძემ.