შსს: ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები - დაკავებულია 4 პირი

17.04.26 10:20
შსს: ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები - დაკავებულია 4 პირი

სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით - თბილისის, აჭარის და გურიის  პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა -ტარების ფაქტებზე 4 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყებსი ცნობით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ასევე, სახელოსნოს  ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს  სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების  აღკვეთას ითვალისწინებს.