ზურაბიშვილი: ივანიშვილი რეზიდენციის თავზე საერთაშორისო საჰაერო სივრცეს ხურავს - ამ რეჟიმის დრო დასასრულს უახლოვდება

17.04.26 10:37
ზურაბიშვილი: ივანიშვილი რეზიდენციის თავზე საერთაშორისო საჰაერო სივრცეს ხურავს - ამ რეჟიმის დრო დასასრულს უახლოვდება

შიში, მეგალომანია თუ...- ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ აბასთუმნის რეზიდენციის თავზე ცის დაკეტვას და სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ "რეჟიმის დრო დასასრულს უახლოვდება".

დიქტატურა საქართველოში რუსულ მოდელსაც კი აჭარბებს. ივანიშვილი სამხრეთ საქართველოში მდებარე ერთ-ერთი რეზიდენციის თავზე საერთაშორისო საჰაერო სივრცეს 50 კილომეტრის რადიუსში ხურავს... შიში, მეგალომანია თუ... ამ რეჟიმის დრო დასასრულს უახლოვდება!“- წერს ზურაბიშვილი.

გუშინ ძალაში შევიდა „ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის საჰაერო სივრცის წესებს ცვლის და აბასთუმნის თავზე გარკვეულ ზონებში ფრენებს ზღუდავს.

ცნობილია, რომ ცვლილება ეხება იმ საჰაერო დერეფნებსაც, რომლებსაც საერთაშორისო ავიაკომპანიები ევროპასა და აზიას შორის გადაადგილებისთვის იყენებდნენ.

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ცა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მუშაობის პირობების გაუმჯობესებისთვის იკეტება - ობსერვატორიისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ცის მაღალი ხარისხის ხილვადობა და მინიმალური ხელოვნური ზემოქმედება, რის გამოც საჭირო გახდა საჰაერო მოძრაობის შეზღუდვა აღნიშნულ არეალში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს საჰაერო სივრცეში იცვლება რამდენიმე ისეთი საერთაშორისო ტრასა, რომლებზეც ყოველდღე მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანიების ათეულობით სამგზავრო და სატვირთო ხომალდი ევროპასა და აზიას შორის დაფრინავს.

სახელმწიფო უწყებები საქართველოს საავიაციო სივრცის ნაწილის ჩაკეტვას იმით ამართლებენ, რომ აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას გამჭვირვალე ცა სჭირდება.

 

მსგავსი სიახლეები