“არქის“ მშენებლობაზე დასაქმებულები აქციას მართავენ, ისინი კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ
“არქის“ მშენებლობაზე დასაქმებულები აქციას მართავენ და კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ.
ისინი ქსნის ქუჩაზე, სამშენებლო ობიექტთან არიან შეკრებილები და ამბობენ, იანვრის პირველი ნახევრის ხელფასი აიღეს, დანარჩენი თვეებისას კი კომპანია არ უხდის.
კომპანია“ არქის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ მშენებარე ობიექტზე სამუშაოებს კონტრაქტორის მიერ დაქირავებული მუშა-ხელი ასრულებს და მათ ხელფასებთან კომპანიას კავშირი არ აქვს.
კონტრაქტორ კომპანიაში კი ამტკიცებენ, რომ უხარისხოდ შეასრულეს სამუშაოები, არ ჩაიბარეს და ამიტომ არ გადაუხადეს. რაც შეეხება უკვე ჩაბარებულ საქმეს- მისი ანაზღაურება გადახდილი აქვთ.
ამ დროისთვის კომპანიის წარმომადგენლებმა, რამდენიმე მათგანი სამშენებლო ობიექტზე შეიყვანეს, რათა აჩვენონ მათ მიერ შესრულებული სამუშაო.