ან ჩუმად უნდა იყო, ან „ქოცი“ უნდა იყო, არც ჩუმად ყოფნა მინდა და არც „ქოცობა“ - ონისე ცხადაძის სიტყვა სააპელაციოში

17.04.26 13:38
ან ჩუმად უნდა იყო, ან „ქოცი“ უნდა იყო, არც ჩუმად ყოფნა მინდა და არც „ქოცობა“ - ონისე ცხადაძის სიტყვა სააპელაციოში

 

 

ან ჩუმად უნდა იყო, ან „ქოცი“ უნდა იყო. მე არც ჩუმად ყოფნა მინდა და არც „ქოცობა“ მინდა - ასე მიმართა სასამართლოს მსჯავრდებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ.

სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დღეს მსჯავრდებულებმა საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. 

ცხადაძემ სასამართლოს უთხრა, რომ 11-ვე მსჯავრდებული უკანონოდ ზის ციხეში, რადგან მათ არც ვინმეს ფული მოუპარავთ ჩინოვნიკებსი მსგავსად და არც ზარბაზანი უსვრიათ. 

 მე ვარ ადამიანი, რომელსაც არასდროს უსვრია ზარბაზანი ეკლესიიდან კანონიერი ხელისუფლებისთვის, არც ავტობუსით შევვვარდნილვარ ხალხის მასაში, არც ბაღებიდან მომიპარავს ბავშვებისთვის ფული, არც მოხუცებისთვის მომიპარავს რამე, მაგრამ მაინც კარგი ადამიანი არ მგონია თავი და ვისაც ეს უკეთებია, იმათ რატომ გონიათ თავი კარგი ადამიანი, არ ვიცი...

ყველაფერი გაცილებით ადრე იწყება და უსამართლობას ეხება. ან ჩუმად უნდა იყო, ან „ქოცი“ იყო. მე არც ჩუმად ყოფნა მინდა და არც „ქოცობა“ მინდა. ვფიქრობ, ცუდ ქვეყანაში რომ ვცხოვრობ იმიტომ ვიყავი იქ, არც გარიგებას ვაპირებ და არც თხოვნას, თქვენ გადაწყვიტეთ და იმოქმედეთ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლით“, - განაცხადა ცხადაძემ. 

ადრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი განაჩენის მოლოდინში არიან. 

მოსამართლე თეა ლეონიძე სათათბიროდ არის გასული, რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, განაჩენი დღესვე გამოცხადდება.