სპეცრაზმელი ამბობს, რომ არ იცის ხაბეიშვილის დაპირებული თანხა, როდის უნდა აეღოთ, რადგან ვიდეოებში არ მოუსმენია
ლევან ხაბეიშვილის საქმე - მოწმე პაპუაშვილმა დღევანდელ პროცესზე თქვა, რომ ნებისმიერი თანხის შეთავაზება გდდ-ის თანამშრომლისთვის არის კანონდარღვევა და ძალიან მძიმე დანაშაული. თუმცა, ვერ თქვა, რატომ არ მიმართა თავად ძალოვან უწყებას, რომ დაეწყოთ გამოძიება ხაბეიშვილის წინააღმდეგ.
მოწმემ პროცესზე ვერ გაიხსენა დაპატიმრებული პოლიტიკოსის განცხადებებიდან მნიშვნელოვანი ფრაგმენტები, მხოლოდ ის ახსოვს, რომ 2 ათას აშშ დოლარს სთავაზობდა სპეცრაზმელებს, თუმცა, როდის უნდა აეღოთ, ეს არ იცის.
ხაბეიშვილის თქმით, ეს მოწმე სანდო არ არის, რადგან მას ვიდეოებიც კი არ აქვს სრულად ნანახი. ის ასევე დაინტერესდა, როგორ შეარჩია გდდ-ის ხელძღვანელობამ, შოთა პაპუაშვილი მოწმედ, თუმცა მან ტქვა, რომ ამთემაზე ინფორმაცია არ აქვს.
მან ასევე კატეგორიულად უარყო, რომ ხაბეიშვილის წინააღმდეგ უკანონო ქმედებაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.
- ხაბეიშვილი: მონაწილოებდით თუ არა იმ კრიმინალურ მოქმედებაში, რომელიც ჩემ წინააღმდეგ განხორციელდა?
- მოწმე: არა
- ხაბეიშვილი: ეს გამოძიებამ დაადგინა, თუ თქვენ სიტყვას ვენდო
- მოწმე: მე გეუბნები, რომ არ ვიყავი
- ხაბეიშვილი: მე გეუბნები, რომ შენც იყავი
- მოწმე: ყოველგვარ ძალადობას ვემიჯნები. არ ვარ ის კატეგორია, ხალხის ცემა დავუშვა
- ხაბეიშვილი: ვიდეობი ხომ ნახე, რას ვამბობდი იმ მოწოდებაში როდის მიიღებთ ჯილდო და საიდან გაძლევდნენ ამ ჯილდოს
- მოწმე: მე იმას მოვუსმინე, რომ გდდ-ის თანამშრომლებმა არ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა
- ხაბეიშვილი: რა წყარეობიდან იღებდი ინფორმაცია, განვიხილეთო ხომ თქვი. რა მოისმინე. როდის იღებდი ამ ჯილდოს
- მოწმე: ნებისმიერი თანხის შეთავაზება არის უკანონო.
- ხაბეიშვილი: ვიდეოს რომ იყურე რას გპირებდიოი და როდის
- მოწმე: მე იმას მოვუსმინე, რომ არ უნდა შეგვესრულებინა. უამრავი ვიდეოებია.
- ხაბეიშვილი: როგორ შეიძლება ამისთანა მოწმეს ვენდოთ. არ მომისმენიააო.
- მოწმე: იქ იყო მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ 200 ათას დოლარს სთავაზობდა
- ხაბეიშვილი: 2010 წლიდან მუშაობ, ამხელა გამოცდილების მქონე ადამიანმა, ხაბეიიშვილი ქრთამს რომ გთავაზობდა, რატომ არ მიმართე საგამოძიებო უწყებას
- მოწმე: იმიტომ, რომ ჩემი გადასაწყვეტი არ იყო
შოთა პაპუაშვილი ის სპეცრაზმელია, რომელიც სუს-ში მივიდა და თქვა, რომ ხაბეიშვილის პოლიტიკური განცახდებების და დაპირებების გამო, თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა და მის წინააღმდეგ მისცა ჩვენება
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.