მოწმე პაპუაშვილმა არ იცის, ვინ იყო გამომძიებელი, რომელმაც სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარა
მოწმე პაპუაშვილმა, რომელიც ხაბეიშვილის საქმეზე იკითხება, ვერ გაიხსენა, ვინ იყო გამომიძიებელი, ვინც სუს-დან დაურეკა.
მან მხოლოდ ის იცის, რომ იყო სუს-ში და არ იცის, თუ კონკრეტულად ვისთან შედიოდა გამოკითხვაზე.
- ხაბეიშვილი: თქვენი სამი როგორ შეგარჩიეს? დაგიძახეს და ხელის აწევუთ გითხრეს, თუ როგორ გამოგყვეს?
- მოწმე: სუს-სა და გდდ-ს შორის წერილის საფუძველზე გამოვყავით, ერთი თანამდებობის პირი, ერთი საშუალო თანამდებობის პირი. აქ კრიტერიუმი არ არსებოს რითი შეირჩაა. ნებისმიერ შეიძლება ყოფილიყო. ვერ ვიტყვი, რის საფუძველზე მოხდა შერჩევა. შეიძლება ჩემს ადგილას სხვა ყოფილიყო.
- ხაბეიშვილი: გამომძიებლის სახელი და გვარი მითხარით, რომელმა დაგირეკათ
- მოწმე: სახელი და გვარი ნამდვილად არ ვიცი, ვინ არის და რას წამორაგდენს, დამიბარეს გამოკითხვაზე. არ მახსოვს, სად ვიყავი
- ხაბეიშვილი: გამომძიებელი, რომელმაც დამირეკა, არ ვიცი იმის სახელი და გვარიო, მოწმე ამბობს, რომ არაფერი იცის, არაფერი დაუნახავს. საბავშო ბაღია?
შოთა პაპუაშვილი ის სპეცრაზმელია, რომელიც სუს-ში მივიდა და თქვა, რომ ხაბეიშვილის პოლიტიკური განცახდებების და დაპირებების გამო, თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა და მის წინააღმდეგ მისცა ჩვენება
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.