რთულია აპატიო ადამიანებს, რომლებიც სრულად გაშიშვლდნენ თავიანთი სინდისის წინაშე - ბაჩო ქაჯაია სააპელაციოს განაჩენზე

17.04.26 15:24
რთულია აპატიო ადამიანებს, რომლებიც სრულად გაშიშვლდნენ თავიანთი სინდისის წინაშე - ბაჩო ქაჯაია სააპელაციოს განაჩენზე

 

 

მსახიობი ბაჩო ქაჯაია, რომელიც მეგობრის და კოლეგის, ანდრო ჭიჭინაძის და კიდევ 10 პირის საგულშემატკივროდ სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე თეა ლეონიძის მიერ გამოცხადებულ განაჩენს ესწრებოდა, ამბობს, რომ "ადამიანები სრულად გაშიშვლდნენ თავიანთი სინდისის წინაშე".

ქაჯაიას თქმით, რთულია ასეთ ადამიანებს აპატიო ის არჩევანი, რაც მათ თავიანთი გადაწყვეტილებებით გადადგეს. 

ამ უსამართლობის დანახვა ძალიან რთულია, მაგრამ კიდევ უფრო რთულია იმ ადამიანების დანახვა, ვინც ამ უსამრთლობას ხელს უწყობს - პროკურორები, მოსამართლეები, ცრუ მოწმეები, ადამიანები ვისთან ერთადაც ვცხოვრობთ და მოგვიწევს ცხოვრება - ისინი ვინც გაშიშვლდნენ თავიანთი სინდისის წინაშე, გაშიშვლდნენ ყველას წინაშე. ადამიანურად, მართლა რთული იქნება, აპატიო ამ ადამიანებს ის არჩევანი, რომელიც საბოლოო ჯამში მათ თავიანთი გადაწყვეტილებით გადადგეს და მიიღეს. მე ვფიქრობ, რომ მათ ამ ტვირთის ტარება მოუწევთ სიცოცხლის ბოლომდე", - ამბობს ბაჩო ქაჯაია. 

სააპელაციო სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი 2 წლიანი განაჩენი ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მოსამართლე თეა ლეონიძემ გამოაცხადა. 

განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ხმაური და საპროტესტო შეძახილები მოჰყვა.