გდდ-ის თანამშრომელი ამტკიცებს, რომ ხაბეიშვილის ცემის საქმეზე ინფორმაციას არ ფლობდა

17.04.26 16:10
გდდ-ის თანამშრომელი ამტკიცებს, რომ ხაბეიშვილის ცემის საქმეზე ინფორმაციას არ ფლობდა

გდდ-ის თანამშრომელი, რომელიც ლევან ხაბეიშვილის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა, ამტკიცებს, რომ ლევან ხაბეიშვილის სასტიკად ცემის საქმეზე ინფორმაციას არ ფლობს, რადგან “ბევრი საქმე ჰქონდა და არ ეცალა, რომ ამ თემით დაინტერესებულიყო“.

თუმცა, სასამართლოს არწმუნებდა, რომ გდდ-ს ყველა თანამშრომელი ძალადობას ემიჯნება და არცერთს არ სურს, რომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს აწამებდნენ.

  • ადვოკატი: ინფორმაციას ფლობთ თუ არა, რომ გდდ-ის ათეულობით თანამშრომელმა აწამა?
  • მოწმე: ნებისმიერი ჩვენი თანამშრომელი ემიჯნება ძალადობას, არ არის სასიამოვნო, რომ ხაბეიშვილს სცემეს, მაგრამ არც ისაა სასიამოვნო, რომ აქციის მონაწილეები ძალადობენ პოლიციელებზე.
  • ადვოკატი: საუბრები გქონიათ სამსახურში, რომ როგორი მიუღებელია, ხაბეიშვილს, რომ ასე საჯაროდ სცემეს?
  • მოწმე: საუბრები გვქონია იმაზე, რომ არ მოხდეს ძალობა მოქალქეებზე არც ჩვენზე და არც ხალხზე
  • ადვოკატი: სიტემაში ხომ მუშაობდით?
  • მოწმე: მაშინ დეპარტამენტში კი ვმუშაობდი, მაგრამ იმდენი საქმე მქონდა, ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია

სასამართლო პროცესი 24 აპრილს გაგრძელდება. პროკურატურას საქმეზე 2 სპეცრაზმელი ჰყავს გამოსაკითხი, თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, მოიყვანენ თუ არა მათ სასამართლო პროცესზე.

შეგახსენებთ, რომ აქციების მსვლელობისას, ლევან ხაბეიშვილს სპეცრაზმელებმა სცემეს. პოლიტიკოსს კლინიკაში გადაყვანაც დასჭირდა. ხაბეიშვილს თავის არეში და სახეზე ძლიერი ცემის კვალი აღენიშნებოდა და უჭირდა გადაადგილება. მომხდარისთვის არავინ დასჯილა.