კორონავირუსის ახალი ვარიანტი - “ციკადა“ 30-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული, თუმცა საქართველოში არ დადასტურებულა - ჩხაიძე

17.04.26 16:30
კორონავირუსის ახალი ვარიანტი - “ციკადა“ 30-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული, თუმცა საქართველოში არ დადასტურებულა - ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ კორონავირუსის ახალ ვარიანტ “ციკადაზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის უკვე 30-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული, თუმცა, საქართველოში ჯერ არ არის დადასტურებული.

როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსის ახალი ავრიანტი, “ომიკრონის“ ქვეტიპია და მას მძიმედ მიმდინარეობა არ ახასიათებს.

ჩხაიძემ ასევე დასძინა, რომ ახალი შტამი ბავშვებში უფრო ვლინდება, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ჩვეულებრივი გრიპის ვირუსის სიმპტომებით ხასიათდება და შესაბამისად, საშიში არაა.

ფაქტია, ბოლო თვეებია, კორონავირუსის სხვა ვარიანტს შორის “ციკადას“ გავრცელება ერთ-ერთი ყველაზე ხშირია. ეს ვირუსი პირველად 2024 წელს დაფიქსირდა.

“ციკადა“ არის მწერი, რომელსაც შეუძლია მატლის სახით 12-14 წელი იყოს მიწაში და შემდეგ დაიწყოს ცხოვრება. ასეა კორონავირუსიც, წელიწადზე მეტი გაჩერებული იყო, არ ამჟღავნებდა აქტიურობას, მაგრამ ბოლო 3 თვის განმავლობაში შემთხვევებმა მოიმატა და ძალიან ბევრ ქვეყანაში გახდა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გავრცელების. ის „ომიკრონის“ ქვევარიანტია.

„ციკადა“ 30-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული. ვერ გეტყვით, საქართველოში არის თუ არა დადასტურებული მისი არსებობა.

მას მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს, თუმცა არის მეტად გადამდები. სიმპტომები კი სტანდარტულია: ტემპერატურა, არა მაღალი, ყელის ტკივილი, ხველა, ცხვირიდან გამონადენი. აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება და მას გამოარჩევს ის, რომ სხვა ასაკთან შედარებით, ბავშვებში უფრო მეტად არის გავრცელებული, სხვა ასაკათან შედარებით.

იცით, რომ კორონავირუსის თავდაპირველი ვარიანტი უფრო მეტად მოზრდილებში იყო გავრცელებული. ახლა, არის მოსაზრება, რომ ახალი ვარიანტი ბავშვებში უფრო მეტად არის გავრცელებული. ბავშვებში გაციების სიმპტომატიკა იწვევს და განსაკუთრებული სიმძიმით არ მიმდინარეობს“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.