ჯარის ძარცვის საქმე - პროკურორი ამბობს, რომ ბრალდებულების მხრიდან აღიარება შესაძლოა, "შემამსუბუქებელ გარემოებად" იყოს გამოყენებული
ჯარის ძარცვის საქმე დასკვნით ეტაპზეა - ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით 23 აპრილს მიმართავს. დიდი ალბათობით, ამ დღესვე გახდება ცნობილი, მოსამართლის საბოლოო განაჩენიც.
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო გარიგებაზე პროკურატურამ უარი უთხრა, თუმცა დაცვის მხარე ამბობს, რომ ბრალდების მხარესთან საპროცესოზე მსჯელობას სააპელაციოს ეტაპზე გააგრძელებენ.
საპროცესოზე მზაობა ჩვენი მხრიდან არსებობს, პროცედურული ნაწილი და სხვა სამართლებრივი ნაწილი, რაც გასაველილი დაგვრჩა, თუ დაგვრჩა, ან რაც გასავლელი იქნება, ამის საშუალებას გვაძლევს შემდეგი ინსტანციები. კანონმდებლობსი თანახმად ყველა ინსტანციაშია შესაძლებელია საპროცესოს გაფორმება. თუმცა ეს პროკურატურის გადასაწყვეტია. სავარაუდოდ, ისარგებლებს საბოლოო სიტყვის უფლებით", - აცხადებს ადვოკატი.
საქმის პროკურორის განცხადებით, ვლადიმერ ღუდუშაურის გარდა სასამართლო სხდომებზე სხვა ბრალდებულებს აღიარება არ დაუფიქსირებიათ, შესაბამისად, მათთან საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი ვეღარ იქნება. თუმცა როგორც ანი ლეკიაშვილი განმარტავს, თუ აღიარება იქნება, ამას სასამართლო განაჩენის გამოტანისას შემამსუბუქებელ გარემოებად განიხილვას.
ყველა ბრალდებულის მხრიდან უნდა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი, რაც შეეხება მათ აღიარებას, თქვენთვისაც ცნობილია, რომ ღუდუშაურის გარდა, სხვა ბრალდებულებს აღიარება არ დაუფიქსირებიათ. პროცესუალური კანონდებლობის შესაბამისად, აუცილებელია ეს ყველაფერი მოხდეს სასამართლოში, შემამსუბუქებელ გარემოებადაც რომ იყოს გამოყენებული, თუნდაც სასჯელის ნაწილში, ეს ყველაფერი მათ სასამართლო სხდომაზე უნდა დააფიქსირონ. საპროცესო შეთანხმებაზე ცვლილება არ იქნება, ფიზიკურად ვეღარ იქნება ცვლილება. დასრულდება საქმე არსებითად, უბრალოდ ამ ყველაფერს სასამართლო გაითვალისწინებს მის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას", - აცხადებს ანი ლეკიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.
- ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.
ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.