დიპლომატიის ნაცვლად თითის ქნევა - ეკონომისტები “ოცნების“ მისამართით არაბი ინვესტორების კრიტიკაზე

17.04.26 17:44
დიპლომატიის ნაცვლად თითის ქნევა - ეკონომისტები “ოცნების“ მისამართით არაბი ინვესტორების კრიტიკაზე

მუქარა ინვესტორების სახელით და თითის ქნევა - ასე აფასებენ ეკონომისტები “ქართული ოცნების“ გზავნილებში მას შემდეგ, რაც თურქეთში ისინი ემირატების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

“ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიებზე რეაგირება მოსთხოვეს. თუმცა, ეკონომისტები ამბობენ, რომ არანაირი არაბული ინვესტიცია არ არსებობს და ქართული მხარე, როგორც ამ პროექტის მონაწილე და ინვესტორი, დაახლოებით, მილიარდიანი ქონებით შევიდა პროექტში, ხოლო რა მიიღო სანაცვლოდ, ეს ძალიან ბუნდოვანია.

ეკონომისტებისთვის გაუგებარია, “ქართული ოცნების“ წევრები რატომ აძლევენ ემირტების წარმომადგენლებს “თითის ქნევის“ უფლებას.

ქართული მიწა გააჩუქეს, სრულიად დაფარული კანონებით, როგოც ჩანს, იქიდან კიდევ დამატებითი ახალი მოთხოვნები მიიღეს, როგორც ჩანს ეს იყო გამაფრთხილებელი ტონი, რომ აბა დატრიალდით, ხელი გაანძირეთ, რომ მოგვცეთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ამას წინ უძღოდა კონკრეტული პარალმენტარების მუქარა საქართველოს მოქალაქეებზე და ასევე, რეგისტრაციის დაჩქარება კრწანისის მიწის ნაკვეთებზე, რომელიც გაცხადებულთან შედარებით, 80 -100 ჰექტარით მეტია. საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია, მიიღებენ თუ არა ამ დატუქსვებს, ამ მუქარას თავის თავზე. ეს არ არის სახლემწიფოს წარმომადგენელის დიალოგი სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელთან,  ეს იყო სხვა ბოროტი და ძლიერი სახლემწიფოს თითის ქნევა რაღაც კერძო დაწესებულების არც თუ მთავარ, გადაწყვეტილების მიმრებ პირთან, - ამბობს ნიკოლოზ ალავიძე.

ფინანსისტი ნიკა შურღაია ითხოვს, გასაჯაროვდეს ხელშეკრულება, რადგან მიიჩნევს, რომ დოკუმენტის კონფიდენციალურად ქცევა არის უკანონო.

გვაჩვენონ, პირველ რიგში რა ხელშეკრულება მოაწერეს ხელი, ამ დოკუმენტის კონფიდენციალურად ქცევა არის უკანონო. რისკების მთელი თაიგულია, ჩვენმა სახელმწიფომ ჩადო დაახლოებით მილიარდის ქონება და სანაცვლოდ არაფერი მიგვიღია, გაურკვეველ პირობებშია ეს გაკეთებული და გვაინტერესებს ხელშეკრულების ნახვა. აქ არის ეკოლოგიური რისკები და მთელი რიგი პროცედურებია დასაცავი, რომ გავიგოთ რამხელა ზიანი ადგება იმ ტერიტორიებს. მე ვხედავ ადამიანების ძალიან პატარა ჯგუფს, რომელიც საკუთარ თავზე ირგებენ ამ ქვეყანას, მე ვხედავა ადამიანს, რომელიც ფარულ მმართველობას ახორციელებს და ფაქტობრივად ხალხის კუთვნილ ქონებას სათავისოდ ასხვისებს, - ამბობს ნიკა შურღაია.