ახალი სასკოლო ფორმები სკოლებში - ექსპერტები "ოცნების" გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ
"ოცნების" ინიციატივას, სასკოლო ფორმების შემოღებასთან დაკავშირებით, სფეროს ექსპერტები კრიტიკულად უყურებენ. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ განათლების სისტემაში სხვა ბევრად უფრო პრიორიტეტული საკითხებია მოსაგვარებელი, ვიდრე სკოლის ფორმებია. ისინი ყველა იმ გამოწვევეაზე საუბრობენ, რომელიც ამ სფეროშ ქვეყანაში არსებობს.
განათლების ექსპერტი მიიჩნევს, რომ მართებული იქნება თუ თანხა, რომელიც სასკოლო ფორმებზე უნდა დაიხარჯოს, უფრო მნიშნელოვანი პრობლემების მოგვარებას მოხმარდება.
როცა ვსაუბრობთ ზოგადი განათლების სისტემაზე, პირველ რიგში, გვახსენდება სკოლების ინფრასქტრუქტურა. ძალიან ბევრი ბავშვი დღეს საერთოდ ვერ დადის თავისი სკოლის შენობაში და შეკედლებულია სხვაგან, სადაც ბევრად უფრო მოკლე გაკვეთილები უტარდება. გვახსენდება ის, რომ ბავშვები მშივრები სხედან სკოლებში, გვახსენდება ის, რომ სახელმძღვანელოების ხარისხი კრიტიკას ვერ უძლებს, მთელ რიგ შემთხვევებში მასწავლებლების კომპეტენციაც დგას ეჭვქვეშ და აი, ამ მოცემულობაში რპდესაც პირველადი საჭიროებები არ არის დაკმყოფილებული, ჩვენ ვეკლუცობთ თანამედროვე დიზაინის სკოლის ფორმით, ძალიან უხერხულად და ცოტა სასაცილოდაც კი ჩანს ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ცალკე აღებული ფორმაარაფერს ცვლის, განათლების ხარიხს არ აუმჯობესებს, არც ბულინგს ამცირებს და არც ბავშვების ქცევა უკეთესი არ არის, როდესაც მათ ერთნაირად აცვიათ. ფორმა, რომლის ღირებულებაც, ვინც გინდა, გადაიხადოს, გნებავთ მშობელმა, გნებავთ სახელმწიფომ, ეს არის სრულიად გაუმართლებელი ხარჯი. ამაზეა საფიქრალი, რომ თუ ეს თანხა ვინმეს აქვს, ან სახელმწიფოს, ან ოჯახს, ჯობია, რომ გონივრულად მივმართოთ იმაზე, რაც რეალურად გააუმჯობესებს ბავშვების განათლების ხარისხს, - ამბობს ექსპერტი.
არსებუსლ გამოწვევებზე საუბრობს კიდევ ერთი ექსპერტი და აღნიშნულ რეფორმას "მავნებლობას და არაკომპეტენტურობას" უწოდებს.
მაშინ, როდესაც ქვეყანაში ზოგადი განათლების სისტემა მთლიანად დანგრეულია, ჯერ კიდევ პანდემიის ზარალიდან ვერ გამოსულან ბავშვები, სასკოლო ინფრასტრუქტურა მთლიანად მოშლილია, სოლები დანგრეულია, ბავშვებს ფიზიკურად სკოლები არ აქვთ სოციალური მდგომარეობა არის კატასტროფული, იმიტომ, რომ ბავშვებს შიათ და მართლა გონებას ჰკარგავენ გაკვეთილებზე, მასწავლებლების კორპუსი არის საშინელ დრეში, მათი ხელფასები და შრომის პირობები არის საშინელი, სახელმძღვანელოების პრობლემაა, შინაარსის პრობლემა, სასწავლო გეგმების პრობლემაა - აი, ამ დროს ამხელა ხარჯების გაწევა სასკოლო ფორმებზე, არის მავნებლობა, არის არაკომპეტენტურობა, - ამბობს სფეროს ექსპერტი.
ის, რომ განათლების სფეროში პრობლემებია, განათლების მინისტრის მოადგილეც ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ იმის გამო, რომ ზოგიერთი პრიორიტეტული პროგრამის განხორციელებას წლები სჭირდება, სხვა პროგრამებს ვერ შეაჩერებენ.
გიდასტურებთ, რომ როცა რაღაცა ტიპის გამოწვევები არსებობს, ძალიან რთულია დისკუსია იმასთან დაკავშირებით, რომელი რის შემდეგ იყოს, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია ძალიან ნათლად ის, რომ ის, თუ რაიმე ერთი მიმართულებით გამოწვევაა, იმის გამო წლები სჭირდება ამ ინფრასტრუქტურული პროექტების დაძლევას, ამის გამო ჩვენ დარჩენილ პროგრამებს ვერ შევაჩერებთ. არსებოსბ გაცხადებული ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ სასკოლო ფორმები ყოფილიყო შემოღებული და განათლების სამინისტრო მის აღსრულებაზე მუშაობს.
ვერ დაგეთანხმებით ძვირადღირებულობასთან დაკავშირებით, ამის მოკვლევაც ჩატარებული გვაქვს, რა თქმა უნდა. სასკოლო ფორმები იქნება დაახლოებით 30-დან 50%-მდე უფრო იაფი, ვიდრე დღეს მშობელს უხდება მისი აღჭურვა.
კვებითი ნაწილი არის უფრო რთული საკითხი. აქ მხოლოდ ფინანსური ასკიტხი არ არის, აქ არის სურსათის უვნებლობის საკითხიც. მე გამიჭირდება პრიორიტეტების რიგითობის განხილვა,მე არ ვარ უფლებამოსილი პირი, ამ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო, - ამბობს მინისსტრის მოადგილე.
ცნობისთვის, ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის მიხედვით, 2026-2027 სასწავლო წლიდან ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო გახდება, რომლის ნიმუშსაც სამინისტრო დაამტკიცებს.