სააპელაციომ სინდისის პატიმრები ციხეში დატოვა - რა ხდებოდა პროცესზე

17.04.26 20:28
სააპელაციომ სინდისის პატიმრები ციხეში დატოვა - რა ხდებოდა პროცესზე

სააპელაციო სასამართლომ „სინდისის პატიმრებად“ მოხსენიებული 11 პირის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მოსამართლე თეა ლეონიძემ გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე გამოაცხადა, რის შედეგადაც ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან.

საბოლოო სიტყვით 11 ბრალდებულიდან სამმა ისარგებლა. სასამართლო დარბაზში მიმართვები გააკეთეს ანდრო ჭიჭინაძემ, ონისე ცხადაძემ და ვალერ თეთრაშვილმა. მიუხედავად განსხვავებული ფორმულირებებისა, მათი გამოსვლების ძირითადი გზავნილი ერთნაირი იყო — მათ აღნიშნეს, რომ სასამართლოსგან არაფერს ელოდებიან.

„ერთადერთი, რასაც ვნანობ, ის არის, რომ აქამდე ასეთი პასუხისმგებელი არ ვიყავი ქვეყანასთან მიმართებით“, — განაცხადა ონისე ცხადაძემ და აღნიშნა, რომ, მისი თქმით, ბრძოლას გააგრძელებს.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.