რამდენად რელევანტურია სასკოლო ფორმების შემოღება - ექსპერტების შეფასება

17.04.26 21:01
რამდენად რელევანტურია სასკოლო ფორმების შემოღება - ექსპერტების შეფასება

მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები აცხადებენ, რომ წლებია სკოლის მშენებლობის დასრულებას ელოდებიან და ამ დრომდე არ იციან, სად მოუწევთ შვილებს სწავლა. ამ ფონზე უკვე ცნობილია სასკოლო ფორმების დიზაინი და დაწყებულია ბაზრის კვლევაც, მაშინ როდესაც განათლების სისტემაში არაერთი პრობლემა რჩება. მშობლების თქმით, დაზიანებული ინფრასტრუქტურა, დანგრეული სკოლები და სწავლა მეორე ცვლაში კვლავ ყოველდღიური რეალობაა.

ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მშობლები სასკოლო კვების საკითხსაც ასახელებენ, რომელიც დღემდე მოუგვარებელია. მათი შეფასებით, არსებულ პირობებში სასკოლო ფორმების საკითხი პრიორიტეტული არ არის. განათლების ექსპერტებიც აღნიშნავენ, რომ საჭიროა სასწავლო პროგრამების გაუმჯობესება და ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაწყვეტა, ხოლო ფორმებზე აქცენტი ამ ეტაპზე არარელევანტურია.

ამავე თემაზე განცხადება გააკეთა „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ, რომელმაც ხელისუფლებას მოუწოდა, „შეწყვიტოს კოსმეტიკური რეფორმები“. მისი თქმით, განათლების სფეროში არჩეული პოლიტიკა არასწორია და საჭიროებს პრიორიტეტების გადახედვას.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.