თბილისში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორება - განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
თბილისში, აგლაძის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორება - განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი, 1987 წელს დაბადებული დ.ე. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით - 1987 წელს დაბადებული ო.ქ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.