აგლაძის ქუჩაზე დაჭრილი კაცი უგონო მდგომარეობაშია - ინტერვიუ დაზარალებულის დედასთან

18.04.26 13:26
აგლაძის ქუჩაზე დაჭრილი კაცი უგონო მდგომარეობაშია - ინტერვიუ დაზარალებულის დედასთან

 

 

აგლაძის ქუჩაზე ცივი იარაღით დაჭრილი მამაკაცი ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია. მამაკაცი კლინიკა "გლობალ მედიში" მედიკოსების 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

"პირველები" ცოტა ხნის წინ დაზარალებულის დედას ესაუბრა. ქალი ამბობს, რომ მისი შვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება. 

დაშავებული კაცის მშობელი წარსულში ვინმესთან დაპირისპირებას კატეგორიულად უარყოფს. ირწმუნება, რომ მის შვილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია. 

არავისთან (კონფლიქტი) არ ჰქონია. მე ასე ვიცი, რომ ჩემმა შვილმა არ იცის, ვინ იყო ის. ყველაფერს არკვევენ და ყვეალფერი კარგად იქნება. სტაბილურად მძიმეა ჩემი შვილის მდგომარეობა. კეთდება ყველაფერი საავადმყოფოს მხრიდანაც და პოლიციის მხრიდანაც. ჩემი შვილი უგონოდ არის და როგრო გამოიკითებოდა", - ამბობს დედა. 

ცნობისთვის სისხლიანი ანგარიშსწორება აგლაძის ქუჩაზე, გუშინ პანაშვიდზე მოხდა. როგორც ადგილობრივები და თვითმხილველები ამბობენ, 39 წლის მამაკაცს, რომელიც ახლობლის პანაშვიდზე მივიდა, კორპუსთან მისი თანატოლი, 39 წლის პირი დახვდა და დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. 

პოლიციამ გაქცეული დამნაშავე მალევე დააკავა, 39 წლის კაცს გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით - 1987 წელს დაბადებული ო.ქ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.