ვითხოვთ წამალს! - დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მიმართვა "ოცნებას" (ვიდეო)
100-მდე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდს წამალი სჭირდება - იშვიათი დიაგნოზის მქონე ბავშვები "ოცნების" ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავენ და იმ მედიკამენტს სთხოვენ, რომელიც მათი სოცოცხლისთვის მნიშვნელოვანია.
პარალელურად კი თბილისში კი საპროტესტო მარშისთვის ემზადებიან. დღევანდელი შაბათის მსვლელობა სწორედ ამ ბავშვებს მიეძღვნებათ. მსვლელობა დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ზუსტად 19:00 საათზე დაიწყება და ის ტრადიციულად ფილარმონიიდან აიღებს სტარტს.
"მიეცით ბავშვებს წამალი" - სწორედ ამ ლოზუნგით გამოვა დღეს ქუჩაში უამრავი ადამიანი.
საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზით 100-მდე ბავშვია აღრიცხული. ეს გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ადრეულ ასაკში კუნთების დასუსტებას და ფატალურ შედეგს იწვევს. მშობლები ერთი წელია ქვეყანაში ამ მომაკვდინებელი დაავადების სამკურნალო პრეპარატის შემოტანას უშედეგოდ ითხოვენ.