მიქაძეების ადვოკატი: პროკურატურამ უნდა აირჩიოს - ან უსოიანმა შეუკვეთა მიქაძეებს მკველელობა, ან დაპირისპირებულები იყვნენ ფარცხალაძე/ჯანგველაძე

18.04.26 17:36
მიქაძეების ადვოკატი: პროკურატურამ უნდა აირჩიოს - ან უსოიანმა შეუკვეთა მიქაძეებს მკველელობა, ან დაპირისპირებულები იყვნენ ფარცხალაძე/ჯანგველაძე

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - ძმებ-დავით და გიორგი მიქაძეების ადვოკატი, ზვიად კორძაძე ამტკიცებს, რომ პროკურატურა ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებს ავითარებს.

მისი თქმით, სახელმწიფო ბრალდებამ უნდა აირჩიოს მის მიერ დასახელებული ორი ვერსიიდან -  ან უსოიანმა (საუბარია"დედ ჰასანის" შვილიშვილზე) შეუკვეთა მიქაძეებს მკველელობა, ან დაპირისპირებულები იყვნენ ფარცხალაძე/ჯანგველაძე, რის შემდეგაც ფარცხალაძემ შეუკვეთა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა. 

ხომ არ შეიძლება ეს ორი ვერსია ერთდროულად არსებობდეს?- აცხადეს ადვოკატი. 

დღეს დილიდან ძმები მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის ადვოკატები დასკვნით სიტყვას ამბობეენ. ჯერ ყველა უფლებადამცველს საბოლოო სიტყვით არ უსარგებლია. 

როცა პროკურატურა ადასატურებს, რომ 15 თებერვასლ მოხდა მკვლელობის ორგანიზებსი შეხვედრები თითქოს-და და ამავე დროს ამბობს, რომ 12 თებერვლას მკვლელი ვიღაცამ გაუშვა საბერძნეთში ალიბის შესაქმნელად, ეგ უკვე დიდი აცდენაა. მოტივი პროკურატურამ დაასახელა შეკვეთილი მკველობა, დაასახელა ირაკლი უსოაინის შესაძლო შეკვეთა 5 მილიონის სანაცლოდ - ეს არის მოტივიო მკვლელობის შეკვეთის ანგარებითო, ბოლოს ასე თქვა პროკურორმა. შესაბამისად ასეთ შემთხვევაში დაპირისპირება, ბიზნეს-ურთიერთობები რა შუაშია უკვე ვეღარ ვხდები. ან უნდა აირჩიოს პროკურატურამ რომ უსოიანმა შეუკვეთა მიქაძეებს, თუნდაც ფარცხალაძის მეშვეობით აღნიშნული მკვლელობა, ანუ უნდა აირჩიოს, რომ დაპირისპირებულები იყვნენ ერთმანეთთან ფარცხალაძე და გარდაცვლილი და მერე შეუკვეთა ფარცხალაძემ. ხომ არ შეიძლება ეს ორი ვერსია ერთდროულად არსებობდეს და სასამართლოს მიანდო ამის ამორჩევის უფლება?", - ამბობს ზვიად კორძაძე. 

ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუსწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

მსგავსი სიახლეები