ბევრი მიზეზია, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი - გიორგი მიქაძის უცხოელი ადვოკატი
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი გრძელდება - განსასჯელის სკამზე მკვლელობსი ორგანიზებაში ბრალდებული გიორგი მიქაძე ზის. როგორც მისმა უცხოელმ ადვოკატმა, ბრაიან გრინსპეიმ ცოტა ხნის წინ მედიასთან განაცხადა, ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის. რომ განაჩენის მიმართ "ოპტიმისტურად იყოს განწყობილი".
უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ საქმეში არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაადასტურებდა.
„არ ვაპირებ ვარაუდი გამოვთქვა, თუ რა შეიძლება იყოს სასამართლოს გადაწყვეტილება ან რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. მაგრამ ვიტყვი, რომ ვაფასებ შესაძლებლობას დავაკვირდე და დავესწრო სასამართლო პროცესს და მოვისმინო, როგორც ბრალდების მხარის, ისე ბრალდებულის არგუმენტები. ვფიქრობ, ბევრი მიზეზია იმისა, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი, თუ რა იქნება შედეგი.
დღეს ძალიან ეფექტური არგუმენტი იქნა მოყვანილი, რომ მისი ამ საქმის რომელიმე ასპექტში მონაწილეობის აშკარა მტკიცებულება არ არსებობს. ვფიქრობ, ნათელია, რომ ბრალდების მხარეს თეორიები აქვს, რომელთა საფუძვლადაც ძალიან ცოტა, ან საერთოდ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს“, - განაცხადა ადვოკატმა.
დღეს ძმები მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის ადვოკატები დასკვნით სიტყვას ამბობეენ. ჯერ ყველა უფლებადამცველს საბოლოო სიტყვით არ უსარგებლია. პროცესი საქალაქო სასამართლოში დილის 12:00 საათიდან მიმდინარეობს.
- ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუსწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.