როგორ კეთდება ფული ციხეში - სკანდალური ინტერვიუ

18.04.26 22:03
როგორ კეთდება ფული ციხეში - სკანდალური ინტერვიუ

პენიტენციური სისტემის სტაჟიანი კადრი, რომელის ვინაობასაც "შაბათის ეთერი" მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ასახელებს, ციხეში ფულის კეთების არა ერთი სქემის შესახებ ყვება. ის ამტკიცებს, რომ შედარებით კომფორტული ძილი საკანში, რამდენიმე ათასი ლარი ჯდება.

"ვინც გადაიხდის კარგი საწოლი აქვს - გაძლევენ ანგარიშიც ნომერს, ჩაურიცხავ 5000 ლარს  და მოგიტანენ ნორმალურ საწოლს, სადაც შეგიძლია დაწვე და ნორმალურად მოისვენო"- ყვება "შაბათის ეთერის" რესპოდენტი.

თუ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის მონაყოლს დავეყრდნობით,  ფულს ციხეში არ იხდი, ფული ციხის გარეთ ბრუნავს.

ციხის სტაჟიანი თანამშრომელი ირწმუნება, რომ პატიმრებისთვის ხშირად მძიმე პირობები  განზრახ იქმნება, რადგან შემდეგ კომფორტი მათ ფულით იყიდონ.

ამ ეტაპზე, კომფორტულ საწოლებში გადახდილი ფულის ამბავი "შაბათის ეთერმა" მხოლოდ ქსნის დაწესებულებიდან მოიპოვა, ოფიციალური მონაცემებით ამ ციხეშ სასჯელს დაახლოებით 600 პატიმარი იხდის. ეს ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაა. ამ ციხეს ვახტან დიდიძე ხელმძღვანელობს. კაცი, რომელიც ამ თანამდებობიდან ოთხი წლის შემდეგ სკანდალით წავიდა. საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით დიდიძე 2022 წელს  ქსნის ზონიდან ორი პატიმრის გაქცევის მცდელობის გამო დააქვეითეს და თანამდებობიდან მოხსნეს.

ირკვევა, რომ სხვადასხვა დროს სასჯელაღსრულების დაწესებულებების დიდ სკანდალში არაერთხელ გახვეული  დირექტორი ახლა ისევ იმ ციხეს დაუბრუნდა, საიდანაც პატიმრების გაქცევის მცდელობას შეეწირა და თანამშრომლების თქმით, ახლა კომფორტულ საწოლებს პატიმრებზე  ყიდის. "შაბათის ეთერმა" დიდიძესთან ინტერვიუს ჩაწერა სცადა, თუმცა ის ჟურნალისტს არ შეხვდა.

პატიმართა კოდექსით გათვალისწინებულ სერვისებში ფულის მოთხოვნების ფაქტები, ახსოვს სახალხო დამცველის ყოფილ მოადგილეს.  გიორგი ბურჯანაძე იხსენებს, შემთხვევას როდესაც უცხოელი მსჯავრდებული ყვებოდა როგორ გამოსძალეს ფული სამედიცინო სერვისის მისაღებად.

ციხის სტაჟიანი თანამშრომელი კი აცხადებს, რომ ციხეში ფულის კეთების რამდენიმე სქემა მოქმედებს, მათ შორის არის ე.წ ობშიაკის აგროვება . მისივე მტკიცებით. ამ შემთხვევაში ფულის საბოლოოდ ციხის გარეთ ხვდება. პატიმრების ფულის ნაცვლად ციხის მაღაზიაში ნაყიდ სიგარეტს მაყურებელს აძლევენ, მაყურებელი კი თამბაქოს ფულად ციხის მაღაზიის დახმარებით აქცევს.

ციხეში არაფორმალურ გავლენებზე საუბარია, სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშშიც, ეს დოკუმენტი პარლამენტი ახლა უნდა განიხილოს. ლევან იოსელიანის ხელმოწერილ ანგარიშში წერია, რომ ციხის მაყურებლები ციხეს არაფორმალურად მართავენ რაც დიდი საფრთხეს ქმნის. 

თამთა დოლენჯაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები