დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები უწყვეტ აქციებს აანონსებენ

18.04.26 21:53
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები უწყვეტ აქციებს აანონსებენ

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების და მათი მხარდამჭერების აქცია ყოველ ორშაბათს, 17:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართება.

აქციის მონაწილეებმა განცხადება ადმინისრაციასთან გააკეთეს, სადაც ისინი მარშით მივიდნენ.

არ არის გამორიცხული, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან პროტესტი 24-საათიანი იყოს.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები სამკურნალო მედიკამენტების საქართველოში შემოტანას ითხოვენ.