რუსეთი ოკუპანტია! - სპორტის სასახლეში რუსეთის ჰიმნის შესრულებისას სტვენა და საპროტესტო შეძახილები ისმოდა
თბილისის სპორტის სასახლეში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, რუსეთის ჰიმნის შესრულებისას სტვენა და საპროტესტო შეძახილები ისმოდა.
დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც დარბაზში რუსეთის დროშა აფრიალდა. ფინალურ შეხვედრაში რუსმა ძიუდოისტმა ტიმურ არბუზოვმა ქართველი ტატო გრიგალაშვილი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
დაჯილდოების ცერემონიაზე, რუსეთის ჰიმნის ფონზე, ტრიბუნებიდან ისმოდა სკანდირება — „რუსეთი ოკუპანტია“.