კორპუსი, სადაც ბერი ნიკოლოზის ცხედარი იპოვეს, პოლიციას აქვს ჩაკეტილი

19.04.26 17:54
კორპუსი, სადაც ბერი ნიკოლოზის ცხედარი იპოვეს, პოლიციას აქვს ჩაკეტილი

პოლიციაა მობილიზებული ზემო ფონიჭალაში - კორპუსი, სადაც ბერი ნიკოლოზის ცხედარი იპოვეს, სამართალდამცავებმა ჩაკეტეს.

ცნობა ბერი ნიკოლოზის გარდაცვალების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ "პირველებს" რამდენიმე წუთის წინ დაუდასტურა.

არსებული ინფორმაციით, ბერი ნიკოლოზი ბოლო დღეებში არავის უნახავს, კარი კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მეზობლების მოთხოვნით შეანგრიეს.

გელაძის უწყება მომხდარ ფაქტს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს.

 

მსგავსი სიახლეები